ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, იუსტიციის სამინიტროს წყაროსგან აქვთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შემდეგ კი "ოსური სპეცრაზმის" მიერ მისი გატაცება იგეგმება.

"ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს, ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში, შესაძლოა, დაიგეგმოს, ე.წ ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება, ასე რომ არ გამოგივათ, მეგობრებო", — განაცხადა მან.

On.ge აღნიშნულზე იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 1 თვეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა.

29 ოქტომბერს ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ ის უარს ამბობს ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ის აღარ ჩააბარებს ანალიზებს და არ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას.

მანამდე, 28 ოქტომბერს სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.

ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ ხელისუფლებას მოუწოდებენ პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები.

გაიგე მეტი: