ჯადოქრები, ვამპირები, მაქციები თუ ზომბები — თანამედროვე პოპკულტურა ზებუნებრივმა არსებებმა მოიცვეს. თუმცა, ურჩხულები სხვადასხვა ხალხის ფოლკლორში ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩნდებიან. ზღაპრული ქმნილებების შესახებ გაიგებთ ბაბილონური ცილინდრიდან ჰოლივუდურ ფილმებამდე. ამ ტესტით კი, მოდით, შევამოწმოთ, რამდენად კარგად იმ იცნობ ღამეული კოშმარების (ანტი)გმირებს.

ტესტი: რამდენად კარგად იცნობ მსოფლიოში ცნობილ ურჩხულებს?

ტესტის დაწყება

1 / 13 დავიწყოთ ჰოლივუდის საყვარელი ურჩხულით — რა ემართებათ ვამპირებს მზის შუქზე?

Giphy

2 / 13 კიდევ ერთი ღამეული არსება გავიხსენოთ — რა არ ახასიათებს მაქციას?

Giphy

3 / 13 ცოტათი გავცდეთ რომანტიკულ ურჩხულებს — სად სახლობს იეტი, იგივე თოვლის კაცი?

Giphy

4 / 13 მოდი, ურჩხულების სამოსახლოში შეღწევაც ვცადოთ — რა სიტყვებით ჩერდება ქათმის ფეხებზე შემდგარი მბრუნავი სახლი, რომელშიც ბაბა იაგა ცხოვრობს?

Gfycat

5 / 13 ცოტა ხნით ისევ ევროპაში დავბრუნდეთ — ირლანდიურ მითოლოგიაში რას ატყობინებს მოთქმით ბანში ადამიანს?

Imgur

6 / 13 აბა, ვნახოთ, რამდენად გათვიცნობიერებული იმგზავრებდი შუა საუკუნეებში — ვინ იტყუებს ზღვით მოგზაურებს მომაჯადოებელი მუსიკით?

Giphy

7 / 13 საბერძნეთიდან შორეული ჩრდილოეთისკენ გავწიოთ — რად იქცევიან ტროლები, თუკი გამთენია მოუსწრებთ და დღის შუქზე აღმოჩნდებიან?

Gfycat

8 / 13 მოდი, კიდევ ერთი ურჩხული გავიხსენოთ, რომელსაც ასევე დიდად არ მოსწონს დღე — რა განსაკუთრებული უნარი შესწევთ გობლინებს?

Giphy

9 / 13 ევროპიდან ისევ აღმოსავლეთში დავბრუნდეთ — რას ითხოვს ჯინი ჯადოქრობის უნარის მონიჭების სანაცვლოდ?

Giphy

10 / 13 და, როგორც იქნა, მოვადექით საქართველოს — რითი ცდილობდნენ ძველად საქართველოში კუდიანების, ანუ ჯადოქრების ამოცნობას?

Giphy

11 / 13 მოდი, ახლა, დევებიც გავიხსენოთ — რა არ ახასიათებთ ამ ურჩხულებს?

Giphy

12 / 13 კიდევ ერთ ქართული ურჩხულს თუ იცნობ — ვის გამო უფრთხოდნენ ძველად ტყეში წასვლას?

Gfycat

13 / 13 დაბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ურჩხულით დავასრულოთ ტესტი — რა გზით შეიძლება ზომბის მოკვლა?

Giphy

იტვირთება...
ერთი წუთით...