იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს — პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. ისინი დღეს, მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.

სილაგაძე და გოგინაშვილი თამარ ონიანსა და თეა ლეონიძეს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ჯერ არ ამოსწურვიათ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში On.ge-ს უთხრეს, რომ მათ თანამდებობები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვეს. უცნობია, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

პაატა სილაგაძე 2019 წლის ივნისში თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. ის იყო ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოსამართლე.

რაც შეეხება გიორგი გოგინაშვილს, სილაგაძის მსგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ უვადო მოსამართლეა, თუმცა თანამდებობაზე უფრო ადრე, 2018 წლის თებერვალში განაწესეს. გოგინაშვილის იყო სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლე.

გაიგე მეტი: