ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისში დათვლილია ხმების 100% და ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი, კახა კალაძე.

შედეგები ასე განაწილდა:

  • კახა კალაძე — 55,603%;
  • ნიკა მელია — 44,397%.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის ორი განსხვავებული შედეგი. მთავარი არხის ეგზიტპოლით, ოპოზიცია მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში იგებს. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგების, ამ კვლევის მიხედვით 4 დიდ ქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ.

ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე: