ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში დათვლილია ხმების 100% და ქართული ოცნების კანდიდატი იგებს. შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ნინო ლაცაბიძე — 53,717%;
  • დავით კირკიტაძე — 46,283%.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის ორი განსხვავებული შედეგი. მთავარი არხის ეგზიტპოლით, ოპოზიცია მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში იგებს. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგების, ამ კვლევის მიხედვით 4 დიდ ქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ.

ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე: