ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ფოთში დათვლილია ხმების 100% და ქართული ოცნების კანდიდატი იგებს. ვაჭარაძემ 11 345, უგულავამ კი 8 437 ხმა მიიღო.

შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ბექა ვაჭარაძე — 57,35%;
  • გიგი უგულავა — 42,65%.

უგულავა აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, შედეგებს არ ცნობს და გასაჩივრებას აპირებს.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის ორი განსხვავებული შედეგი. მთავარი არხის ეგზიტპოლით, ოპოზიცია მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში იგებს. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგების, ამ კვლევის მიხედვით 4 დიდ ქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ.

ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე: