ცენტრალური საარჩევნო კომიის წინასწარი მონაცემებით, ფოთში დათვლილია ხმების 33,333%, საიდანაც 59,173%-იანი მხარდაჭერა აქვს ქართული ოცნების კანდიდატს, ბექა ვაჭარაძეს, ხოლო 40,827% ოპოზიციონერ კანდიდატს, გიგი უგულავას.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის ორი განსხვავებული შედეგი. მთავარი არხის ეგზიტპოლით, ოპოზიცია მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში იგებს. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგების, ამ კვლევის მიხედვით 4 დიდ ქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ.