[ოცნების] კანდიდატსაც მივმართავ, რომ მაგის მერიც ვიქნები — მელია
ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ანზორ მელიას ხმის მიცემის დასრულებისა და ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ამბობს, რომ ის ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატის, მამუკა წოწორიას მერიც იქნება, რითაც დაპირისპირებას დაასრულებს.
"დიდი მადლობა ჩემო ზუგდიდელებო იმ მხარდაჭერისთვის, იმ სიმამაცისთვის, რაც თქვენ ამ ომში დღეს გამოიჩინეთ. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, რომ მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი. [ოცნების] კანდიდატსაც მივმართავ, რომ მაგის მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო. მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომლებიც ორი თვის განმავლობაში არ მომშორებიან გვერდიდან და იბრძოდნენ ვაჟკაცურად გამარჯვებისთვის, მადლობა მინდა მოვახსენო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს იმ თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც მე ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, მე გავამართლებ თქვენს ნდობას", — განაცხადა მან.
ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ეგზიტპოლები ორმა სხვადასხვა ტელევიზიამ გამოაქვეყნა, რომელთა მონაცემებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. იმედს ზუგდიდში ეგზიტპოლი არ ჩაუტარებია. რაც შეეხება მთავარ არხს, შედეგები ასე გადანაწილდა:
- ანზორ მელია — 53%;
- მამუკა წოწორია — 47%.
არჩევნების მეორე ტური 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში გაიმართა. ასევე, 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი. მერობისა და მაჟორიტარობისთვის ჯამში 9 პარტიის, ასევე, ორი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის.
დღის განმავლობაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია დარღვევების, მათ შორის, ამომრჩეველზე ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის შესახებ. ასევე, მოხდა დაპირისპირებები საარჩევნო უბნებთან. კოორდინატორები და აგიტატორები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.
- ქუთაისში On.ge-ის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
- "უნდა გაგასვენოთ თქვენ" — იმერეთში, ფორმულას გადამღებ ჯგუფს ქვა ესროლეს
- ქარელში TV მონიტორინგის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
- ენმ-ის პრესსამსახურის წარმომადგენელს საარჩევნო უბანთან ხელი დაარტყეს
გაიგეთ, როგორი იყო ამომრჩეველთა აქტივობა დღის განმავლობაში:
- 10:00 საათისთვის — 7,38%
- 12:00 საათისთვის — 17,18%
- 15:00 საათისთვის — 31,82%
- 17:00 საათისთვის — 39,5%
არჩევნების მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაციის გასაგებად, თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, სადაც ინფორმაცია პირდაპირ ეთერში ახლდება.
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
კომენტარები