ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე 1 საათი დარჩა — საარჩევნო უბნები 20:00-ზე დაიკეტება. საღამოს 8 საათის შემდეგ უბნებზე შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის ამომრჩევლები, რომლებიც ამ დროისთვის რიგში იქნებიან, მაგრამ შესვლას ვერ მოასწრებენ.

უბნების დახურვის შემდეგ ხმის დათვლის პროცესი დაიწყება. აღსანიშნია, რომ მეორე ტური იმართება 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში. ასევე, 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი. მერობისა და მაჟორიტარობისთვის ჯამში 9 პარტიის, ასევე, ორი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის.

დღის განმავლობაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია დარღვევების, მათ შორის, ამომრჩეველზე ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის შესახებ. ასევე, მოხდა დაპირისპირებები საარჩევნო უბნებთან. კოორდინატორები და აგიტატორები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.

გაიგეთ, როგორი იყო ამომრჩეველთა აქტივობა დღის განმავლობაში:

არჩევნების მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაციის გასაგებად, თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, სადაც ინფრმაცია პირდაპირ ეთერში ახლდება.