ვაზისუბანში, საარჩევნო უბანთან უცნობმა პირმა ნიკა მელიას თავში ჩაარტყა
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას ვაზისუბნის 62-ე უბანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც კადრებში ვხედავთ, მედიასთან განცხადების გაკეთებისას მას უცნობმა პირმა თავში ხელი ჩაარტყა.
გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ იმაზე, რომ ვაზისუბანში, 62-ე უბანზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, მელია ადგილზე მივიდა და თქვა, რომ შუქი არათუ ჩაქვრა, ჩააქვრეს.
როგორც უბანზე კომისიის წევრმა განმარტა, აღნიშნული მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ადგილზე მივიდნენ ქართული ოცნების დეპუტატები, მათ შორის, ბექა დავითულიანი და გიორგი ამილახვარი, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა და იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. 62-ე უბანთან მობილიზებულია პოლიცია.
ინციდენტამდე ნიკა მელიამ თქვა, რომ უცნობმა ადამიანმა ფიზიკური ძალის გამოყენებით 10 ბიულეტენი ყუთში ჩაყარა და მიიმალა.
"ძალიან რბილად ჟღერს, დარბევაა განა ეს, როდესაც ოპოზიციონერი დამკვირვებლისა და კომისიის წევრის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობით დაახლოებით 10 ბიულეტენი ფიზიკურად უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა. იყო ფიზიკური დაპირისპირება შიგნით უბანზე და ამის შემდეგ ეს ადამიანი მიიმალა", — განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, უბანზე იმყოფებოდა ISFED-ის წარმომადგენელი, რომელმაც სავარაუდოდ, ამაზე საჩივარი დაწერა.
"წარმომადგენლების გარდა ამ უბანზე იმყოფებოდა ISFED-ის წარმომადგენელი. ჩემი ინფორმაციით, მას აქვს საჩივარი დაწერილი. რა თქმა უნდა, აგებენ ამ არჩევნებს. წაგებული აქვთ ყველა მსხვილი ქალაქი. ბატონი კობახიძის გაცეცხლებული ბრიფინგის შემდეგ, როდესაც მან აღიარა, რომ აგებენ მუნიციპალიტეტებს, ამის შემდეგ დაახლოებით 40 წუთში მიიღო ბრძანება მათმა აქტივმა და სადაც შეუძლიათ სჩადიან მსგავს ქმედებებს, თუმცა ამით რისი მიღწევა უნდათ? ეს კონკრეტული უბანი როდესაც დაიხურება, ხომ ყველა დავინახავთ, რომ ქართულ ოცნებას, კალაძეს წაგებული აქვს და ამის გარდა, უბრალოდ, იქნება დისბალანსი, თავიდან იქნება გადასათვლელი და გასაუქმებელი ეს უბანი", — განაცხადა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება იმისთვის, რომ მოხდეს ვითარების განმუხტვა და მშვიდ ვითარებაში გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი.
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
კომენტარები