ფორმულას გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს — ჟურნალისტის თქმით, ესროლეს ქვებიც
გონიოში, საარჩევნო უბანთან ფორმულას გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ისმის გინება ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ, გარდა ამისა ჩანს, როგორ მოქაჩა თმა ჟურნალისტს ახალგაზრდა კაცმა.
ჟურნალისტი ყვება, გონიოს 91-ე და 92-ე უბანთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც ადგილობრივმა მას ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჟურნალისტის თქმით, შეკრებილების გაღიზიანება ტელეკომპანიის ლოგომ გამოიწვია და ფორმულას ლოგოს დანახვის შემდეგ მათ მანქანას ქვები ესროლეს.
გარდა ამისა, ფორმულას ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, მამუკა კაკაბაძეც.
ჟურნალისტი: თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი რა მითითებებს აძლევს აქ ძველ ბიჭებს?
რესპონდენტი: ძველ ბიჭებს არა, მეგობრებს
ჟურნალისტი: მეგობარ ძველ ბიჭებს
რესპონდენტი: ძველი ბიჭები გგონიათ თქვენ აქ ყველა, ხო, გონიოში?
ჟურნალისტი: ჩაცუცქულები იყვნენ
რესპონდენტი: ჩაცუცქული, ეს ქართული მენტალიტეტია, ახლა ყველგან იცუცქებიან.
ფორმულას ჟურნალისტი ამბობს, რომ ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც მომხდარით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას შეექმნა საფრთხე.
დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.
განახლება:
აღნიშნულ ფაქტზე აჭარის პოლიციამ გამოძება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები