ქუთაისში მე-15 საარჩევნო უბანზე On.ge-ის ჟურნალისტს, იზაბელ მოდებაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ქართული ოცნების კოორდინატორების გაღიზიანება ჟურნალისტის კითხვამ გამოიწვია იმაზე, თუ რა სიებით იდგნენ ისინი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ერთ-ერთი კოორდინატორი იზაბელ მოდებაძეს დაემუქრა, შეაგინა, შემდეგ კი მისთვის ტელეფონის წართმევა და დაზიანება სცადა.