ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოუწოდებს ხელისუფლებას, ნუ ახალისებს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობას.

"ქარტიას მიაჩნია, რომ არჩევნების დღეს მმართველი გუნდის მხრიდან აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და პროფესიულ საქმიანობაზე", — აცხადებენ ქარტიაში.

დღეს, 30 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიმართა და უთხრა, რომ ის "ჩვეულებრივი მოძალადე და პროვოკატორია". ამას გარდა, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური არხების ჟურნალისტები მათი კოორდინატორების ბულინგში დაადანაშაულა. მდინარაძის თქმით, ტელევიზიების წარმომადგენლები კოორდინატორებს უსაფუძვლოდ ეკითხებიან, რატომ უჭირავთ მათ ხელში სიები, რადგან კოორდინატორებს 100 მეტრის დისტანციის დაცვით სიებით სარგებლობის ლეგიტიმური უფლება აქვთ.