დამკვირვებლის თქმით, საჩივრის დაწერის უფლება მედიის მისვლამდე არ მისცეს და გაძევებით დაემუქრნენ
ოპოზიციის დამკვირვებლის თქმით, საბურთალო 44-ე უბანზე საჩივრის დაწერის უფლება იქამდე არ მისცეს, სანამ უბანზე მედიის წარმომადგენლები არ მივიდნენ. მისივე თქმით, ემუქრებოდნენ გაძევებით.
როგორც ის On.ge-სთან საუბარში აცხადებს, ერთ-ერთ ამომრჩეველს საკუთარ გრაფაში სხვა ადამიანის ხელმოწერა დახვდა, რის შემდეგაც დამკვირვებლებმა შეამოწმეს პირადი მონაცემები, დაადასტურეს ავთენტურობა და გადაწყვიტეს საჩივრის დაწერა.
"მე მოვითხოვე საჩივრის დაწერა და მივიღე პასუხი, რომ არ დამაწერინებდნენ, შემოვიდნენ კონფლიქტში. მითხრეს, რომ გამაძევებდნენ უბნიდან თუ საჩივრის დაწერას კიდევ ერთხელ მოცითხოვდი. შემდეგ დავუძახე მედიის წარმომადგენლებს და როდესაც მედიის წარმომადგენელი მოვიდა ჩვეულებრივ მომცეს საჩივრის დაწერის უფლება. საჩივარი უკვე ჩაბარებული და დადასტურებულია, მოგვცეს ჩაბარების ფურცელიც", — განაცხადა მან.
On.ge-ს კითხვაზე, რატომ მისცა დამკვირვებელს საჩივრის დაწერის უფლება მხოლოდ მედიის მისვლის შემდეგ, კომისიის თამვჯდომარე ამბობს, რომ ჟურნალისტის მისვლაზე ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, ახსნა-განმარტების ოქმი დაწერა და პრობლემაც აღმოფხვრა.
"აღმოჩნდა, რომ გრაფაში ხელმოწერა გააკეთა ამომრჩეველმა შეცდომით. შემდეგ, როდესაც მოვიდა იმ გრაფის ამომრჩეველი, მასაც მოვაწერინეთ ხელი. მე აღმოვფხვერი პრობლემა, დავწერე ახსნა-განმარტების ოქმი", — განაცხადა თავმჯდომარემ.
დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ On.ge-ზე გაეცნოთ:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები