ანიმაციური ფილმებს საუკეთესო განზრახვა აქვს. ისინი ბავშვების განვითარებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. გარდა ამისა, მას მოზრდილი ადამიანებიც დიდი სიამოვნებით უყურებენ თუმცა ხშირად იმედგაცრუებულებიც რჩებიან.

იმ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მაყურებელი განებივრებულია საინტერესო და ძალიან მაღალი ხარისხის ანიმაციური ფილმებითა თუ სერიალებით, თუმცა მათ შორის ხშირად გამოერევა ისეთებიც, რომელთა ყურებაც დროის ტყუილი ხარჯვაა.

ჩვენ კი ყველაზე ცუდი ანიმაციების ჩამონათვალს გთავაზობთ.

20. კონკიას ახალი თავგადასავალი

ფოტო: via fanpop.com

პრინცესა ელა, დედინაცვლის ბოროტებისაგან თავის დაღწევას ცდილობს და ეძებს გზას, რომელიც მას გადაარჩენს. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ზღაპრული ისტორიაა, თუმცა მაყურებლისათვის არც ისე საინტერესო აღმოჩნდა.

19. ტიტანიკი: ლეგენდა გრძელდება

ფოტო: via the-animatorium.blogspot.com

კეთილი განზრახვის მიუხედავად, ამ ანიმაციურმა ფილმმაც მარცხი განიცადა. ფილმის ისტორია, ძალიან ჰგავს კონკიას ამბავს, მიუხედავად იმისა რომ სახელწოდება სრულიად განსხვავებულია.

18. ობობის ქსელი: ღორის ზღაპარი

ფოტო: via mubi.com

ისტორია მოგვითხრობს ღორზე, რომელსაც საშინელი ჩვევა აქვს: ყველაფერში, რაც შეემთხვევა, სხვებს ადანაშაულებს. გასაკვირი სულაც არ არის, რომ ფილმს ძალიან დაბალი გამოხმაურება მოჰყვა.

17. მარსს სჭირდება დედები

ფოტო: via onemovieourviews.com

ანიმაციურ ფილმში აქცენტი დედების მნიშვნელობაზეა კეთდება, თუმცა ამ იდეის მიუხედავად, ფილმი ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის შთამბეჭდავი სულაც არ აღმოჩნდა.

16. დინოს დრო

ფოტო: via entertainmentwallpaper.com

ბავშვები დროის მანქანით დინოზავრის ბუდეში აღმოჩნდებიან, რის შემდეგაც სხვა თავგადასავლებიც გადახდებათ. საინტერესო სიუჟეტის მიუხედავად, ვერც ამ ანიმაციამ გაამართლა მაყურებლის მოლოდინი.

15. მკვლელი ლობიო

ფოტო: via kino.de

ჩნდება კითხვა: ამ ფილმზე ნამდვილად იმუშავეს, თუ ის უბრალოდ ხუმრობაა?

14. თხილის სამუშაო

ფოტო: via allhdwallpapers.com

თხილის სამუშაო, ვიზუალურად დახვეწილი და სასიამოვნო ნამუშევარია, თუმცა იგივეს მის შინაარსზე ვერ ვიტყვით.

13. პიქსები

ფოტო: via youtube.com

პიქსები ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაცია აღმოჩნდა, თუმცა ზრდასრულები სრულიად განსხვავებულ რამეს ფიქრობენ. ისინი თვლიან, რომ ფილმი ვიზუალურად საშინლად გამოიყურება.

12. მამაცი კიარა

ფოტო: via toonzone.net

ფილმის სახელწოდებამ, შეიძლება დისნეის ცნობილი ანიმაცია - მამაცი გაგვახსენოს, თუმცა ეს ის ნამდვილად არ არის. მისგან განსხვავებით ამ ანიმაციას ბევრი რამ აკლია.

11. წითელქუდა ბოროტების წინააღმდეგ

ფოტო: via cinema.theiapolis.com

სახელწოდება კარგად ჟღერს, თუმცა დიდი მოლოდინის მიუხედავად ამ ანიმაციურმა ფილმმაც გაუცრუა მაყურებელს იმედები.

10. პატარა ფუტკარი

ფოტო: via videoparades.com

ამ ანიმაციაზე ყოველგვარი შელამაზების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საშინელებაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა დანარჩენთან ერთად, ცუდი ხარისხია.

9. ფეხის თითები

ფოტო: via amazon.com

ეს არის ანიმაცია სასოწარკვეთილ პინგვინზე, რომელიც ცეკვის სწავლას ცდილობს. მაგრამ, ბოროტი ზღვის ლომები ამის საშუალებას არ აძლევენ.

8. მანქანების ცხოვრება

ფოტო: via jurassicgriffin.blogspot.com

მანქანის თავგადასავალი, რომელიც არასოდეს უსმენს საკუთარ მამას. ფილმი საკმაოდ უინტერესო და უხარისხოა.

7. პატარა პანდა

ფოტო: via vimeo.com

პატარა პანდა ოცნებობს კრივზე შესვლაზე და სურს გახდეს მოცეკვავე. სამწუხაროდ, მისი ოცნებები მაყურებლისთვის უინტერესო აღმოჩნდა.

6. ტენტაკოლინო

ფოტო: via mdtartist83.deviantart.com

ანიმაციის გმირები ცდილობენ გადაურჩნენ იმ ტრაგედიას, რაც ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ ელით. ეს ანიმაციური ფილმი, ფილმ ტიტანიკის პირდაპირი დაცინვაა.

5. რატატუი

ფოტო: via tulipstuff.com

არა, ეს ის რატატუი არ არის. ეს ანიმაცია ბრაზილიაში, 2007 წელს გამოვიდა და მისგან ძალიან ცოტა ადამიანმა მიიღო სიამოვნება.

4. ბრძოლა საკვებისთვის

ფოტო: via putlocker.sr

ანიმაცია დეტექტივ ძაღლზე მოგვითხრობს, რომელიც სხვადასხვა გამოძიებას ხელმძღვანელობს.

3. რვა გიჟური ღამე

ფოტო: via cis-characteroftheday.tumblr.com

სახელწოდება, ცოტა არ იყოს, ინტიმურად ჟღერს, თუმცა მსგავსი არაფერია. ამ ანიმაციის მთავარი გმირი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც კანონთან პრობლემები ექმნება.

2. პრინცი ბაყაყი

ფოტო: via youtube.com

ყველამ ვიცით დისნეის ცნობილი ამბავი, ბაყაყისა და პრინცესას შესახებ. როგორც ჩანს, პრინც ბაყაყსაც ჰქონდა მცდელობა ყველასათვის საყვარელი ანიმაცია გამხდარიყო, მაგრამ არ გამოუვიდა.

1. სადაც მკვდრები გარდასაცვლელად მიდიან

ფოტო: via amazon.com

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამ ანიმაციური ფილმის სახელიც კი გაუგებარია.