კვლევითი კომპანია IPSOS განმარტავ, რატომ განსხვავდებოდა მათ საიტზე ატვირთული და დამკვეთის, მთავარი არხის მიერ გასაჯაროებული ეგზიტპოლის შედეგები ერთმანეთისგან. კომპანიის თქმით, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მეტი გამჭვირვალობისთვის მათ მთავარ არხს გაუგზავნეს როგორც პირველადი, ისე საბოლოო მონაცემები. IPSOS-ში აცხადებენ, რომ ზუგდიდი შემთხვევაში მთავარმა არხმა გაასაჯაროვა წინასწარი შედეგები და არა ის, რაც საბოლოო იყო.

"2021 წლის 27 ოქტომბერს IPSOS-მა გაასაჯაროვა ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ჩატარებული საქართველოს ხუთი ძირითადი ქალაქის ეგზიტპოლის შედეგები. მთავარმა არხმა შედეგები ეგზიტპოლის დასრულებამდე გამოაქვეყნა. ზუგდიდი შემთხვევაში, ტელეკომპანია მთავარის მიერ გამოქვეყნებული შედეგები განსხვავდებოდა ჩვენ მიერ მიწოდებული და ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებისგან.

IPSOS-ს სჯერა, რომ შეცდომა მთავარ არხში გამოიწვია გაუგებრობამ იმის შესახებ, რა ინფორმაცია უნდა გასაჯაროებულიყო. ჩვენ მიერ მთავარი არხისთვის გაგზავნილი ანგარიში მოიცავდა ზუგდიდის შეწონილ და შეუწონავ მონაცემებს. IPSOS-ის პრაქტიკის მიხევდით, ეს კეთდება იმისთვის, რომ დამკვეთისთვის სრულად გამჭვირვალე იყოს ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო. ტელეკომპანია მთავარმა, სამწუხაროდ, გამოაქვეყნა შეუწონავი, წინასწარი შედეგები, რომლებიც არ არის განკუთვნილი გასაჯაროებისთვის, განსხვავებით შეწონილი შედეგებისგან, რომელიც არის საბოლოო", — ვკითხულობთ IPSOS-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი არხი კომპანია IPSOS-თან თანამშრომლობას წყვეტს და სასამართლოშიც უჩივის. ოპოზიციური არხი IPSOS-ს არაკეთილსინდისიერ და არაპარტნიორული ქმედებაში ადანაშაულებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვენ, არამედ რეპუტაციული ზიანისა და ეგზიტ პოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.

27 ოქტომბერს მთავარი არხმა გამოაქვეყნა IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი თბილისში ლიდერობს, ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში კი ოპოზიციონერი კანდიდატები. მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემში ეწერა, რომ ზუგდიდში ანზორ მელიას 54,7% ჰქონდა, მამუკა წოწერიას 45,3%. IPSOS-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მამუკა წოწერიას 51% აქვს, ანზორ მელიას — 49%.

28 აგვისტოს, ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და კვლევას მანიპულაციური უწოდა. პაპუაშვილის თქმით, როდესაც რიცხვების გადაკეთება მოხდა, ზუგდიდის შემთხვევაში ძველი მონაცემი ჩარჩა, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება.

29 ოქტომბერს, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია IPSOS-თან თანამშრომლობას წყვეტს და სასამართლოშიც უჩივის. არხი IPSOS-ს არაკეთილსინდისიერ და არაპარტნიორული ქმედებაში ადანაშაულებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვენ, არამედ რეპუტაციული ზიანისა და ეგზიტპოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.