კვანტური კომპიუტერების მხრივ კონკურენცია სულ უფრო მძაფრდება.

ჩინელი ფიზიკოსების თქმით, მათ შექმნეს ახალი კვანტური კომპიუტერი, რომელიც აქამდე არსებულ მსგავს გამოთვლით სისტემებს მნიშვნელოვნად აღემატება. შემქმნელები ამტკიცებენ, რომ მათი კომპიუტერი ძალიან სწრაფია და ასეთი უპრეცედენტო შედეგის მისაღწევად იყენებს ფოტონებს.

კვლევა რეცენზირებად ჟურნალებში Physical Review Letters-სა და Science Bulletin-ში გამოქვეყნდა.

კვანტური კომპიუტერები ჯერ კიდევ გასამართია

სუპერკომპიუტერს, სახელად Jiuzhang 2-ს, შეუძლია ერთ მილიწამში განახორციელოს ისეთი გამოთვლა, რომლის შესრულებასაც ჩვეულებრივი უსწრაფესი კომპიუტერი 30 ტრილიონ წელს ანდომებს.

გარღვევა გამოვლინდა მკვლევრების გუნდთან ინტერვიუს დროს, რომელიც გადაიცემოდა სამშაბათს ჩინეთის სახელმწიფო CCTV-ზე. ეს ბევრში შეკითხვებს აჩენს, თუმცა, ორი რეცენზირებული ნაშრომი, რომელიც ამ თემას ეძღვნება, გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად უნდა მივიღოთ.

პან ჯიანვეიმ, კვლევების წამყვანმა მეცნიერებმა, თქვა, რომ Zuchongzhi 2, რომელიც არის 66 კუბიტიანი პროგრამირებადი სუპერგამტარი კვანტური კომპიუტერი, წარმოუდგენლად — 10 მილიონჯერ უფრო სწრაფია ვიდრე Google-ის 55 კუბიტიანი Sycamore. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ეს ახალი გამოთვლითი მოწყობილობა მსოფლიოში ყველაზე სწრაფია და მან გუგლს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ Zuchongzhi 2 წინა მოწყობილობის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელიც სამი თვის წინ გამოჩნდა. Jiuzhang 2 განსხვავებული კვანტური კომპიუტერია, რომელიც მუშაობს ფოტონზე, აქვს ნაკლები აპლიკაციები, მაგრამ ახორციელებს გამოთვლას 100 სექსტილიონჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე დღევანდელი ჩვეულებრივი უმძლავრესი კომპიუტერები. თუმცა, მას მხოლოდ კონკრეტულ გარემოში შეუძლია მუშაობა და დავალებასაც ჰიპერსპეციფიკურს ასრულებს. მიუხედავად ამისა, ასეთ კომპიუტერებს "სასწავლი" მაინც ბევრი აქვთ.

"შეცდომები კვლავ ხდება და სასწავლიც ბევრია, ამის გამოსწორებისთვის დრო გვჭირდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამისთვის 4-5 წელი გვეყოფა", — თქვა პროფესორმა პანმა ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან, ჰეფეიში, რომელიც მდებარეობს ანჰუის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში.

კვანტური გამოთვლა — მომავლის კომპიუტერები

"დღეს კვანტური კომპიუტერების გამოთვლები სპეციფიკურია, მაგრამ ჩვენ ამის შეცვლაც გვსურს. კვანტური შეცდომების კორექტირების ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, გვსურს პრაქტიკული მნიშვნელობის გაზრდა და ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო საკითხის გადაჭრა", ­— ამბობენ შემქმნელები.

ასეთი ამოცანები შეიძლება მოიცავდეს გენის მუტაციების გამოთვლას, აქციების ფასების პროგნოზირებას, ჰაერის ნაკადებს ჰიპერბგერითი ფრენისას და ახალი მასალების ფორმირებას.

ცნობისთვის, კვანტური კომპიუტერი იყენებს კვანტური მექანიკის ეფექტებს და თანამედროვე სუპერკომპიუტერზე მილიონჯერ, მილიარდჯერ და ტრილიონჯერაც უფრო სწრაფი შეუძლია იყოს. კლასიკური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს, ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ქუბიტებისგანაა შექმნილი, რისი მიხედვითაც, თითოეული ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ნული, ისე ერთი. სწორედ ამ პრინციპით, კვანტურ კომპიუტერს მილიონობით გამოთვლის თანადროულად ჩატარება შეუძლია.

თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე პროცესებს და ბოლო დროს კვანტური გამოთვლების კუთხით პროგრესს, გაზვიადებული არ იქნება იმის თქმა, რომ მომავალი ნამდვილად კვანტური კომპიუტერებისაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.