ევროკავშირმა დიდი ბრიტანეთისა და სომხეთის მიერ გაცემული კოვიდ სერტიფიკატები აღიარა. ამის შესახებ ევროკომისიამ ტვიტერზე დაწერა.

"კარგი ახალი ამბავი სომხეთსა და დიდი ბრიტანეთში მოგზაურთათვის! დღეს ჩვენ მივიღეთ ორი ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ორი ქვეყნის მიერ გაცემული COVID-19-ის სერტიფიკატები ექვივალენტურია ევროკავშირის ციფრული COVID სერთიფიკატის. ოთხი კონტინენტის 45 ქვეყანა დაკავშირებულია ევროკავშირის სისტემასთან", — წერს ევროკომისია ტვიტერზე.