სუპერძალა უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია — ახალი MacBook Pro და AirPods-ი პირველ მომხმარებლებს ელიან. ახალი თაობის მოდელების ოფიციალური გაყიდვები საქართველოში 5 ნოემბრიდან დაიწყება.

მესამე თაობის AirPods-ის უკაბელო ყურსასმენები და სრულიად განახლებული MacBook Pro, რომელიც აღჭურვილია ახალი შიდა პროცესორებით, გაუმჯობესებული დისპლეით და გამოირჩევა განსაკუთრებული წარმადობით, Apple-მა 18 ოქტომბერს წარადგინა.

საქართველოში Apple-ის ავტორიზებულმა კომპანიებმა ახალი MacBook Pro-ს და AirPods-ის წინასწარი შეკვეთების განხორციელება უკვე დაიწყეს. პროდუქციის რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველებს საშუალება აქვთ, უახლესი მოდელები წინასწარ შეუკვეთონ მაღაზიებში: iSpace, Alta, Elit Electronics, iTechnics, iStore, iPlus.

AirPods მე-3 თაობა — მაგია ახალ მოწყობილობაში

AirPods-ის დიზაინი 2016 წლის შემდეგ პირველად შეიცვალა. ყურსასმენის ფეხი უფრო მოკლეა და ფორმა ოპტიმიზებულია უკეთესი ხმის მისაღებად. ახალ AirPods-ს აქვს "სივრცითი აუდიო" რეჟიმი, რომელიც ქმნის გარემოს შემავსებელი ჟღერადობის ეფექტს, როგორც კინოთეატრში, სადაც ხმა ერთდროულად ყველგან ისმის. აქამდე ეს ფუნქცია მხოლოდ AirPods Pro-სა და AirPods Max-ზე იყო ხელმისაწვდომი.

AirPods-ში მოთავსებულია სპეციალური აკუსტიკური ბადე, რომელიც ფარავს ჩაშენებულ მიკროფონებს და ამცირებს ქარისგან გამოწვეულ ხმაურს ზარის განხორციელების დროს, რაც ხმის გარკვევით და სუფთად მოსმენას უზრუნველყოფს. ასევე, ახალი AirPods-ი მდგრადია ოფლისა და წყლის მიმართ, ასე რომ არ მოგიწევთ ფიქრი ყურსასმენებზე, თუ წვიმაში მოყვებით ან ინტენსიურ ვარჯიშს აპირებთ.

ახალ AirPods-ს ბატარეას წარმოუდგენელი, 30 საათამდე ხანგრძლივობის რეჟიმი აქვს. 0%-ზე დასულ ბატარეას, მხოლოდ 5 წუთით დამუხტვა სჭირდება ჩასართავად, რის შემდეგაც მუსიკის მოსმენა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შეგიძლიათ.

MacBook Pro — პროფესიონალთა სუპერძალა

ახალ MacBook Pro-ს აქვს განსაცვიფრებელი Liquid Retina XDR დისპლეი მილიარდამდე ფერით, გაფართოებული პორტებით, მოწინავე 1080p FaceTime HD კამერით და საუკეთესო აუდიო სისტემით. ის შექმნილია დეველოპერებისთვის, 3D დიზაინერებისთვის, კინორეჟისორებისთვის, ფოტოგრაფებისთვის და ყველასთვის, ვინც ეძებს მაღალი კლასის ულტრა მძლავრ ლეპტოპს. უახლესი მოდელი წარმოდგენილია ორ ზომაში — 16-დიუმიანი და კომპანიის ისტორიაში პირველი — 14-დიუმიანი ეკრანით.

რევოლუციური ლეპტოპი აღჭურვილია სრულიად ახალი, ინოვაციური პროფესიონალური მუშაობის ჩიპებით — M1 Pro და M1 Max-ით, რომლებიც მხოლოდ Mac-ისთვის შეიქმნა.

M1 ჩიპი, MacBook Pro-ს წარმოუდგენლად ძლიერს და სწრაფს ხდის. ლეპტოპი მარტივად უმკლავდება რთულ სამუშაო პროცესებს — შესრულება ახლა 2,8-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე წინა თაობის მოდლებში. ამასთან, შემცირდა ენერგიის მოხმარება. ხოლო M1-ის GPU ყველაზე მოწინავეა Apple-ის ისტორიაში. მისი წყალობით, გრაფიკაში მუშაობა წინა მოდელებთან შედარებით 9-13-ჯერ უფრო სწრაფად არის შესაძლებელი.

ახალ მოდელს პორტებისა და სლოტების გაფართოებული დიაპაზონი აქვს, მათ შორის SDXC, HDMI, Thunderbolt 4, USB 4 და MagSafe 3 დამუხტვის პორტი.

ახალ MacBook Pro-ს აქვს ორმაგი გაგრილების სისტემა, რომელიც ხმაურის გარეშე ინარჩუნებს სიგრილეს ურთულესი ამოცანების დროსაც. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ახალი MacBook Pro-ს ბატარეა — 14-დიუმიან მოდელს 17 საათამდე, ხოლო 16 დიუმიან მოდელს 21 საათამდე ხანგრძლივობის ვიდეოს ჩვენება შეუძლია. MacBook Pro- მუშაობის ხარისხი ბატარეაზე მუშაობის დროსაც არ იცვლება. სწრაფი დატენვის რეჟიმის მეშვეობით, ლეპტოპის ბატერეა ნახევარ საათში 50%-მდე იმუხტება.

Apple-ის ნამდვილ მოყვარულებს არ სჭირდებათ ახსნა, თუ რას ნიშნავს ოფიციალური გაყიდვები Apple-ის ავტორიზებულ რესელერებთან. თუ გსურთ თქვენი Apple-ის მოწყობილობებიდან სრულყოფილი გამოცდილება მიიღოთ, გქონდეთ ხარისხის მხარდაჭერა და გარანტია, ეწვიეთ მხოლოდ Apple-ის ოფიციალურ რესელერებს.