შაილო ჯოლი-პიტმა კინოპრემიერაზე ლონდონში დედის კიდევ ერთი ძველი კაბა მოირგო
უკვე რამდენიმე დღეა, რაც მსოფლიოში უამრავი ფანისა და გამოცემის განსაკუთრებული ყურადღება ანჯელინა ჯოლისკენაა მიმართული. თავისი მონაწილეობით გადაღებული ფილმის, Eternals-ის, სხვადასხვა ქალაქში გამართულ პრემიერაზე ამერიკელი კინოვარსკვლავი შვილებთან ერთად ჩნდება ხოლმე. თუმცა, ამას წინათ, ლოს-ანჯელესში გაშლილ წითელ ხალიჩაზე ჯოლის "დელეგაციამ" იმითაც მიიქცია ყურადღება, რომ მსახიობის ერთ-ერთ შვილს, ზაჰარას, დედის ძველი კაბა ეცვა, რომლითაც ანჯელინა 2014 წელს ოსკარების დაჯილდოებაზე გამოჩნდა. ანჯელინას კაბა მოირგო თავისმა კიდევ ერთმა შვილმა, შაილო ჯოლი-პიტმაც.
15 წლის შაილომ ეს ერთგვარი ტრადიცია უკვე გაერთიანებულ სამეფოში გამართულ კინოპრემიერაზე გააგრძელა. ლონდონურ ღონისძიებაზე იგი Dior-ის იმ კაბით მივიდა, რომელიც ორი წლით ადრე ანჯელინას ეცვა ლოს-ანჯელესში, Maleficent: Mistress of Evil-ის გამოსვლასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე.
კაბას შაილომ დაბალძირიანი შავი ფეხსაცმელი და ოქროსფერი საყურეები შეუხამა. მასთან ერთად კი საპრემიერო ხალიჩაზე ანჯელინას კიდევ ოთხი შვილი, 20 წლის მედოქსი, 16 წლის ზაჰარა და 13 წლის ტყუპი, ვივიენი და ნოქსი, გამოჩნდნენ.
დიდი ყურადღება მიიქცია ჯოლის ჩაცმულობამაც. მსახიობს Valentino-ის თეთრი პერანგი, შავი პიჯაკი და გრძელი შავი კაბა ეცვა.
აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესში მსახიობმა თავისი და თავისი შვილების გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით ახსნა. ანჯელინას თქმით, მათ ყველას ძველი, უკვე გამოყენებული სამოსი ეცვათ და არა ახალი, როგორც ეს მსგავს ღონისძიებებზეა მიღებული ხოლმე. ასე იგი ჭარბი მოხმარების, მათ შორის ტანსაცმლის, შემცირებას ცდილობს.
რაც შეეხება Eternals, ოსკაროსანი ქლოა ჭაოს მიერ გადაღებული ფილმი განსაკუთრებული ძალების მქონე უკვდავი ხალხის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც დედამიწაზე ათასობით წელია, საიდუმლოდ ცხოვრობს. ჯოლისთან ერთად, ფილმში ისეთ ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ჯემა ჩანი, რიჩარდ მადენი, სელმა ჰაიეკი, კიტ ჰარინგტონი და სხვები.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები