ჯოშ კავალო პირველი მოქმედი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელმაც ღიად თქვა, რომ გეია
ავსტრალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, A ლიგის, ნახევარმცველმა ჯოშ კავალომ საჯაროდ განაცხადა, რომ გეია, რითაც, The Guardian-ის ინფორმაციით, მსოფლიოში პირველი მოქმედი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ეს ღიად გაუკეთებია.
"მე ვარ ფეხბურთელი და მე ვარ გეი", — განაცხადა ადელაიდე იუნაიტედის ფეხბურთელმა ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომიმართვისას.
21 წლის ავსტრალიელი ჯოშ კავალო ამბობს, რომ ბედნიერია, საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე რომ მივიდა და თავის გამოცდილებაზე ვრცლად ისაუბრა:
"ჩემს სექსუალობას ექვსი წლის განმავლობაში ვებრძოდი და მიხარია, რომ ეს ტვირთი მხრებიდან მოვიშორე. წლების განმავლობაში მეგონა, რომ ჩემი თავი სირცხვილის გამო უნდა დამემალა. იმ სირცხვილის გამო, რომ ვერ შევძლებდი ის მეკეთებინა, რაც მიყვარს და თან გეი ვყოფილიყავი. ჩემს ნამდვილ თავს ვმალაავდი, რადგან ბავშვობის ოცნების ახდენა მსურდა. ფეხბურთის თამაში და სხვებისგან თანასწორად მოპყრობა კი აქამდე შეუძლებელი მეგონა", — ჰყვება ის.
აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს მეტწილად მხოლოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა: ჯოშ კავალოს მხარს უჭერენ მისი თანაგუნდელები, მწვრთნელები და ფანები. მეტიც, მისი ზემოთ მოცემული ვიდეო სწორედ იმ კლუბის, ადელაიდე იუნაიტედის, ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნდა, სადაც თავად თამაშობს.
ჯოშ კავალოს მხარდაჭერა გამოუცხადეს ისეთმა ცნობილმა ფეხბურთელებმა, როგორიც, მაგალითად, ჟერარდ პიკეა:
"შენი პირადად გაცნობის პატივი ჯერ არ მქონია, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმის გამო მინდა, რომ მადლობა გადაგიხადო. ფეხბურთის სამყაროში ჯერ კიდევ ბევრი რამაა უკეთესობისკენ შესაცვლელი და შენ ამაში გვეხმარები", — დაწერა პიკემ ტვიტერზე.
აქამდე თავიანთ სექსუალურ ორიენტაციაზე საჯაროდ სხვა ფეხბურთელებსაც უსაუბრიათ, თუმცა მათგან არცერთი იყო უმაღლეს ლიგაში მოთამაშე. გამონაკლისებს შორის არიან ისინი, ვისაც ამაზე ღიად ულაპარაკია, ოღონდ აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ: მაგალითად, ტომას ჰიცლშპერგერმა, ასტონ ვილას და შტუტგარდის ყოფილმა ფეხბურთელმა, მხოლოდ 2013 წელს, სპორტიდან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ გეია.
იმის ფონზე, რომ ფეხბურთის სამყაროში უამრავი სპორტსმენი დღემდე ვერ ბედავს, თავის გამოცდილებაზე ღიად ისაუბროს, ჯოშ კავალოს გაბედული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"როგორც გეი ფეხბურთელმა, ვიცი, რომ სხვა მოთამაშეებსაც უწევთ ჩუმად ცხოვრება. მინდა, ეს შეიცვალოს და სხვებსაც ვაჩვენო, რომ ყველას შეუძლია ფეხბურთის თამაში და ყველა იმსახურებს ის იყოს, ვინც სინამდვილეში არის", — ამბობს ჯოშ კავალო.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები