დღეს, 27 ოქტომბერს ქართული ოცნების ლიდერებმა მათივე მხარდამჭერ აქციაზე ოპონენტები ანტიეკლესიურ ძალად რამდენჯერმე მოიხსენიეს. მათ შორის, იყვნენ, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ისე პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.

კობახიძის განცხადებით, 30 ოქტომბერს, არჩვენების მეორე ტურში მათ არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უპირისპირდება.

"ჩვენ 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯფუგება, რომელიც უკვე 18 წელია არის მუდმივი საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის. 30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს", — თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველ პარტიის ოცნებაა გაერთიანებული საქართველო და ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არა სიძულვილი, არამედ სიყვარული აერთიანებს.

"30 ოქტომბერს ეს გამარჯება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბრძოლა მშივიდობისთვის, თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის და წინსვლისთვის გრძელდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ოცნება, ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე. ჩვენი ოცნებაა გაერთიანებული საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება. ჩვენი ოცნებაა ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ ყოფს სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული ერთმანეთისადმი, სამშობლოსადმი, ეროვნული ღირებულებებისადმი", — აღნიშნავს ის.

თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. აქცია 17:00 საათზე დაიწყო.

მმართველმა გუნდმა მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანა. მათი ნაწილი მედიებთან უარყოფდა, რომ აქციაზე მოდიოდა და სხვადასხვა მიზეზს იგონებდა. მაგალითად: ქორწილი, ტირილი, სეირნობა, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და სხვა.

აქციის გამო დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა, რაც წინასწარვე იყო ცნობილი. თუმცა, დღეს დილით ცნობილი გახდა ისიც, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში საპარკინგე სივრცეებზე პარკირება აიკრძალა. პოლიციამ საჯარო პარკინგები ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა.