პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების აქციაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ არავის აპატიებენ პატრიარქისა და მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის შეურაცხყოფას.

"არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირების და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვას და შეურაცხყოფას", — აცხადებს ღარიბაშვილი.

თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მხარდამჭერი აქცია დაიწყო. პრემიერმინისტრმა სიტყვა, ტრადიციულად, ყოფილი ხელისუფლების ლანძღვით დაიწყო.

მმართველმა გუნდმა მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანა. მათი ნაწილი სხვადასხვა მედიასთან უარყოფდა, რომ აქციაზე მოდიოდა და სხვადასხვა მიზეზს იგონებდა. მაგალითად: ქორწილი, ტირილი, სეირნობა, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და სხვა.