პანდემიურმა სტრესმა ადამიანებს მარტივი გადაწყვეტილებების მიღებაც კი გაუძნელა — კვლევა
უახლესი კვლევის შედეგები მოწმობს, რომ პანდემიური სიტუაციით მიღებულმა სტრესმა ადამიანებს დიდი თუ პატარა გადაწყვეტილებების მიღება გაუძნელა. როგორც აღმოჩნდა, კვლევაში მონაწილე ზრდასრულების მესამედი ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს გამუდმებით აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვაში, ზრდასრული ადამიანების 32 პროცენტი ამბობს, რომ პანდემიური სტრესის გამო, მათ იმის არჩევაც კი უჭირთ, რა ჩაიცვან ან რა ჭამონ.
"ჩვენი სხეული არ განასხვავებს, საიდან მოდის სტრესი", — ამბობს ვეილ რაითი, კლინიკური ფსიქოლოგი, — "ის, უბრალოდ, სტრესს აღიქვამს, ხოლო როცა გაურკვევლობის დონე იმდენად იზრდება, რომ მასთან გასამკლავებელ საშუალებებსაც კი ჯაბნის, უმარტივესი დავალებებიც გვერთულება".
კვლევის შედეგებში ასევე აღნიშნულია, რომ მშობლები და ახალგაზრდები სტრესის ასეთი მოქმედების წინააღმდეგ ყველაზე დაუცველები არიან.
მშობლების 47 პროცენტი აღნიშნავდა, რომ მარტივი გადაწყვეტილებების მიღება უჭირდა. ხოლო იმ ხალხში, ვისაც შვილი არ ჰყავს, ეს მახასიათებელი მხოლოდ 24 პროცენტს გამოუვლინდა.
რაც შეეხება ასაკობრივ სხვაობებს, ზრდასრული Gen Z თაობის წარმომადგენლების (18 წლიდან 24 წლამდე) 37 პროცენტი უჩიოდა ამ პრობლემას, მილენიალებში (25 წლიდან 42 წლამდე) კი ეს მაჩვენებელი 48 პროცენტს უტოლდებოდა.
თუმცა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი დიდად არ გაძნელებულა ხანდაზმული ადამიანებისთვის. 76 წლისა და უფროსი ასაკის ხალხში შესაბამისი მონაცემი მხოლოდ 3 პროცენტია.
კვლევამ გამოააშკარავა განსხვავებები რასობრივი და ეთნიკური კუთვნილების თვალსაზრისითაც. მაგალითად, ფერადკანიან და ლათინურამერიკული წარმომავლობის ზრდასრულებში პანდემიური სტრესი და მისით გამოწვეული გადაწყვეტილების მიღების გაძნელება განსაკუთრებით იყო მოჭარბებული.
ჯამში, გამოკითხვაში, რომელიც აგვისტოს თვეში ჩატარდა, 3 035 ზრდასრული მონაწილეობდა. მისი შედეგები ასევე მოწმობს, რომ პანდემია უფრო სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაზეც ახდენს გავლენას. რესპონდენტების 61-მა პროცენტმა განაცხადა, რომ პანდემიამ თავიანთ ცხოვრებაზე სხვაგვარად დააფიქრა. 49 პროცენტის თქმით კი, შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებლად მიაჩნდათ მომავლის დაგეგმვა.
"ეს ხომ სამუდამოდ არ გრძელდება"
ახალშექმნილ პრობლემებთან გამკლავება ყველაზე რთული, როგორც უკვე ვთქვით, Gen Z თაობისა და მილენიალებისთვის აღმოჩნდა. ერთის 45-მა პროცენტმა, ხოლო მეორის ნახევარმა, განაცხადა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ უნდა ემართათ სტრესი და მისი მამოტივირებელი ფაქტორები.
ამასთან, ზრდასრულების 74 პროცენტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტრესისგან გამოწვეულ თავის ტკივილსაც უჩიოდა.
სტრესზე საპასუხო ქცევები კი მრავალგვარი აღმოჩნდა; კვლევის მონაწილეების 24 პროცენტი სოციალურ სიტუაციებს თავს არიდებდა, 23-მა პროცენტმა კვების რეჟიმი შეიცვალა, 22 პროცენტი კი ფიზიკურ დატვირთვას, პასუხისმგებლობებსა და საქმეებს გაურბოდა.
თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, კვლევის მონაწილეებში ოპტიმისტური ნაპერწკალიც შეინიშნა. რესპონდენტების 70 პროცენტი დარწმუნებული იყო, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ყველაფერი გამოსწორდებოდა.
"საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება, რომ სირთულეს აქამდეც შევხვედრივართ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად, და ეს სამუდამოდ არ გრძელდება, დიდი ნუგეშია", — დასძენს რაითი.
პანდემიურმა სიტუაციამ მსოფლიოში უამრავი ადამიანის მენტალურ მდგომარეობაზე მოახდინა გავლენა. ამ და სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებზე საპასუხოდ მრავალგვარი მექანიზმი არსებობს. ერთ-ერთია Responsible.ge, რომელიც ევროპაბეთის პლატფორმაა და საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
კომენტარები