საძაგლიშვილის თქმით, შეხვედრის ოთახში სივრცე, საიდანაც სააკაშვილს წერილებით ეკონტაქტებოდნენ, ბადით დაფარეს
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ციხეში, შეხვედრის ოთახში სივრცე, საიდანაც წერილებს აწვდიდნენ, ბადით დაფარეს. საძაგლიშვილის თქმით, ამის მიზანი ადვოკატებსა და სააკაშვილს შორის პირდაპირი კომუნიკაციისთვის ხელის შეშლა და მათი საუბრის ხელისუფლების მხრიდან გაკონტროლებაა.
"მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად წაართვეს საერთოდ დაცვის უფლება, ვინაიდან ადვოკატებს აღარ გვაქვს შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის. მოგეხსენებათ, რომ მისი და ჩვენი შეხვედრის ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით და ცხადია, ხორციელდება აგრეთვე აუდიო ჩაწერა. იმისთვის რომ ჩვენი კომუნიკაცია ყოფილიყო დაცული, ჩვენ მას წერილობით ვეკონტაქტებოდით, რისთვისაც მაღლა დატოვებული იყო სივრცე, ანუ არ იყო ჩვენ შორის ბარიერი ბოლომდე ამოვსებული. დღეს, როდესაც შევედით შეხვედრების ოთახში, აღმოვაჩინეთ, რომ ამ ოთახშიც რემონტი ჩაუტარებიათ და ეს სივრცეც იყო ამოქოლილი, ანუ ამოაშენეს ბარიერი ბოლომდე, რომ ჩვენ არ გვქონდეს მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია და ყველა კომუნიკაცია იყოს გაკონტროლებული ხელისუფლების მხრიდან", — აცხადებს საძაგლიშვილი.
ადვოკატის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ბარიერი ბოლომდე კოვიდუსაფრთხოების დაცვის მიზნით ამოავსეს. თუმცა, საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ ბარიერი ბადით ამოქოლეს და ეს ვირუსის გავრცელებას ხელს ვერ შეუშლის.
"სასაცილო არგუმენტი დაგვახვედრა ციხის ადმინისტრაციამ, რომ თურმე კოვიდუსაფრთხოების დაცვის გამო იქნა ეს ბარიერი ბოლომდე აშენებული. ამას გვეუბნება ხელისუფლება, რომელიც თავად აორგანიზებს ძალიან მრავალრიცხვოვან აქციას მათი განცხადებით და ამას გვეუბნება სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომელმაც შუაში ბადე გააკეთა, ანუ ხმა რომ ბოლომდე არ დახშულიყო, ბადე არის ამ ბარიერის ნაწილი. ცხადია, ბადე რომ კოვიდს ვერანაირად ვერ შეაკავებს ნებისმიერი გონიერი ადამიანი ხვდება", — განაცხადა საძაგლიშვილმა.
გუშინ, 26 ოქტომბერს, ნაციონალური მოძრაობის სენაკის მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ სააკაშვილთან მიმსვლელებს ციხიდან წერილის გამოტანის უფლებას არ აძლევენ. როგორც მან აღნიშნა, დაწესებულებაში შესვლისას გააფრთხილეს, რომ სააკაშვილის წერილის გამოტანა არ შეიძლება. ნაყოფია ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტისგან წერილების მიღება ამიერიდან მხოლოდ ფოსტის ან ადვოკატების დახმარებით იქნებოდა შესაძლებელი.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმართან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება. მათივე თქმით, ადვოკატიც არ არის უფლებამოსილი, რომ ციხიდან ბრალდებულის წერილები გამოიტანოს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები