ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილემ TV პირველის მიკროფონი დააზიანა. მან ჯერ სიგარეტი დაადო მიკროფონს და თქვა — "ფუ ახლა უფრო ქოთს", შემდეგ კი სადაზინფექციო ხსნარი დაასხა.

TV პირველი Facebook გვერდზე წერს, რომ მიმართავს შინაგან საქმეთა დამინისტროს და ითხოვს ფაქტზე რეაგირებას. On.ge დაუკავშირდა შსს-ს და მათგან პასუხს ველოდებით.

დღეს, 27 ოქტომბერს თბილისში ქართული ოცნების ორგანიზებით აქცია იმართება. აქციაზე მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოჰყავთ.