ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა — რას ნიშნავს ეს
დღეს, 27 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილია, აღნიშნული განაკვეთი ამაზე მაღალი ბოლოს 2008 წელს იყო.
რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10%-ზე დატოვება ეროვნული ბანკის მხრიდან გამკაცრებული მონეტარეული პოლიტიკის გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციით არის გამოწვეული.
რეფინანსირების განაკვეთი
რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ — ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ. შესაბამისად, ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა — ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.
მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც 140 100 ადამიანს სესხის პროცენტი გაუძვირდა. სექტემბერში კი, ისევე როგორც მიმდინარე თვეში, სებ-მა განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება იმაზე მიანიშნებს, რომ ეროვნული ბანკი მომდევნო თვეებშიც მაღალ ინფლაციას ელოდება. როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2022 წლის გაზაფხულიდან შემცირდება.
ინფლაცია
2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,2%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 12,3% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 15,9%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 4,99%-იანი წვლილი შეიტანა.
ამასთან, უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის ჭრილში ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფში გარდა კავშირგაბმულობისა და ტანსაცმლისა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა: აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ ბოლო 10 წლის მაქსიმუმს, 12,8%-ს მიაღწია, ივლისში ინფლაცია — 11,9% იყო, ივნისში — 9,9%, მაისში — 7,7%, ხოლო აპრილსა და მარტში — 7,2%.
ეროვნული ბანკი ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას გლობალურ ფაქტორებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელის წვლილი ფასების საერთო დონის ზრდაში დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტია.
"წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტია. ამ კუთხით გამოსარჩევია მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული სურსათისა და, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარებული, ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რასაც საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების მაღალი ტემპებით ზრდაც ემატება", — ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები