ინოვაციებით და მაღალი ხარისხით გამორჩეული პრემიუმ ბრენდი ვოლვო ქარ საქართველო პირველი კომპანიაა ქართულ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ონლაინ გაყიდვებს სთავაზობს.

სასურველი მოდელის შერჩევა სახლიდან გაუსვლელად, თქვენთვის კომფორტულ გარემოსა და დროის მონაკვეთში შეგიძლიათ. ვოლვო ქარ საქართველოს ვირტუალურ შოურუმში მოსახვედრად რამდენიმე წამია საჭირო. აქ შეძლებთ ავტომობილები დეტალურად დაათვალიეროთ და 360 გრადუსიანი სისტემით შეაფასოთ.

ვოლვოს ონლაინ მაღაზიაში შვედური ავტომწარმოებლის SUV-ის (Sport Utility Vehicle), სედანების და უნივერსალების სრული ხაზია წარმოდგენილი.

ვოლვო ქარ საქართველოს ონლაინ მაღაზიაში მოდელის შერჩევა პირველი ეტაპია, რასაც ტესტ დრაივი მოჰყვება. ამისთვის, ამავე მისამართზე ისევ დისტანციურად გაივლით რეგისტრაციას ტესტისთვის. შემდეგ, თავისი მზრუნველი კონცეფციით გამორჩეული ბრენდის ეკო-მეგობრული ავტომობილი შეგიძლიათ პირადად გამოსცადოთ. მარტივია ანგარიშსწორებაც — ონლაინ მაღაზიაში Volvocar.ge გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით არის შესაძლებელი.

"ვოლვო ქარ საქართველო მუდმივად ფეხს უწყობს თანამედროვე მოთხოვნებს. დისტანციური გაყიდვები კი მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე სულ უფრო აქტუალური ხდება. ამას დაემატა პანდემია, რამაც ახალი საჭიროებები გააჩინა. დაგვიანების უფლება არც ჩვენ გვქონდა. შედეგად გაჩნდა ვოლვოს ონლაინ მაღაზია, რომელიც ახალი და, ვფიქრობთ, თამამი ნაბიჯია ქართულ რეალობაში. ვცდილობთ, არ გადავუხვიოთ არჩეულ გზას და მომხმარებელს დროულად შევთავაზოთ მის უსაფრთხოებასა და კომფორტზე მორგებული სერვისები და, ცხადია, ავტომობილი", — ამბობს გაგა კოხრეიძე, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი.

ონლაინ მაღაზიაში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც შეიძლება ვოლვოს მომხმარებლისთვის იყოს მნიშვნელოვანი. აქვე გაქვთ შესაძლებლობა, ავტომობილის კონფიგურატორში თქვენივე გემოვნებით ააწყოთ მანქანა, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია.