თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ არჩევნებამდე 3 დღით ადრე ვაკის პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულებაზე განაცხადა. კალაძის თქმით, სამუშაოების ფაგლებში უკვე განახლდა ფურნიტურა, მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, დამატებით მოეწყო შშმ პირთათვის ადაპირებული ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფოთეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის სოკოები, ცხოველთა სასეირნო მოედანი და სხვა.

"დავამთავრეთ კიდევ ერთი ძალიან მაგარი პროექტი — ვაკის პარკის რეაბილიტაცია-განახლება. ვინაიდან ვაკის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია ვაკის პარკის დაარსებიდან არასდროს არ გაკეთებულა და მეამაყება როგორც ამ ქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ჩვეულებრივ რიგით ადამიანს", — თქვა კალაძემ.

აღსანიშნია, რომ წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ არაერთი სოციალური პროგრამა დააანონსა და დასრულებული პროექტების შესახებ განაცხადა.