განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს — გვარამია
ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი "ღრმა პატივისცემასა და ნდობას" გამოხატავს კონსილიუმში შემავალი ექიმების მიმართ, ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს განიხილავენ.
"მივმართავ პირდაპირი ეთერიდან ცენტრ ემპათიას და ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს, იმას ვისაც ვენდობით ჩვენც და ენდობა საზოგადოებაც, მივმართავ, რომ გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება, საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით, და თუ სურთ იმ ექიმებს მონაწილეობის მიღება, ვინც ამ კონსილიუმშიც არის, დიდი სიამოვნებით მივესალმებით მათ ყოფნასაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონსილიუმის ჯგუფში.
ჩვენ არ ვენდობით იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი და სხვათა შორის, გაურკვეველია, რატომ იღებს, ამის რა კვალიფიკაცია აქვს მას; სადაც მონაწილეობას იღებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ის განცხადებები გააკეთა. ამ ადამიანებს აქვთ უკვე მიღებული გადაწყვეტილება წინასწარ, ამას არც მალავენ და, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება კონსილიუმის ფორმატში განხილვები, როდესაც არც ერთ რეკომენდაციას პენიტენციური დაწესებულება არ ითვალისწინებს", — აცხადებს ის.
26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ქართველებთან ერთად ჰოლანდიელი და უკრაინელი მედიკოსებიც შეისწავლიან. სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ჰოლანდიელი ექიმი საქართველოში დღეს ჩამოვიდა, ხვალ კი უკრაინიდან რეანიმატოლოგიც ჩამოვა.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის 27 დღეა შიმშილობს. როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე ცვალებადია, ამიტომ მას ნებისმიერ დროს, შეიძლება, კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეს. სააკაშვილის მოთხოვნაა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში მოათავსონ, თუმცა ოფიციალური უწყების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მას პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტში გადაიყვანენ. მის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ ექსპრეზიდენტის ექიმი და ადვოკატები. მათი თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის.
სააკაშვილის პირადი ექიმის ცნობით, ექიმის ცნობით, კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და ამასთან, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მტკიცებით კი, მიუხედავად იმისა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს გადაუდებელი მიღების შესაძლებლობა, ის სრულადაა აღჭურვილი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს. იგივე პოზიცია აქვს იუსტიციის სამინისტროსაც.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილს აქვს "ილუზიები", თითქოს კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 30 ოქტომბერს მისი მხარდამჭერები მობილიზდებიან და გაათავისუფლებენ. რაც შეეხება სააკაშვილის კერძო საავადმყოფოში გადაყვანას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში ყველა პირობა არის შექმნილი და ეს გადაწყვეტილება "არ გადაიხედება".
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
-
-
გადახედვაჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე ჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე
კომენტარები