"ახალგაზრდა გოგომ არაკაცი უთხრა, ის ადგა და ნაბიჭვაროო, ამან რატომ მითხარი ნაბიჭვაროო ... " — რა მოხდა კომიტეტზე
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. გამომდინარე იქიდან, რომ სხდომა უკვე დასრულებული იყო, დარბაზში განვითარებული მოვლენები პირდაპირი ეთერით აღარ გადაიცემოდა, ამიტომ, მომხდარის შესახებ თავად დეპუტატების მონაყოლიდან გავიგეთ.
როგორც აღმოჩნდა, უშუალოდ კომიტეტის მიმდინაროებისას სალომე სამადაშვილსა და ნიკოლოზ სამხარაძეს შორის დაწყებული კამათი სხდომის დასრულების შემდეგ ნონა მამულაშვილსა და გიორგი ხელაშვილს შორის გაგრძელდა.
"სალომე სამადაშვილმა დასვა კითხვა, რატომ არ მობრძანდება საგარეო საქმეთა მინისტრი. ამის შესახებ ქართულ ოცნებას კლასიკური პასუხი აქვს, რომ ჩვენ, თურმე, რეგლამენტის კითხვა არ ვიცით. მათგან შეურაცხყოფა, ეს არის როგორც გამარჯობის თქმა. მაშინ, როდესაც ამაზე პროტესტი გამოვაცხადეთ, ერთ-ერთმა დეპუტატმა ამიქნია ხელი, რაზეც ვუთხარი, რომ ამისთანა ჟესტებით არ არის ეთიკური საუბარი და მან მომაძახა, რომ მე ვარ ნაბიჭვარი. მე ამის შესახებ ვაცხადებ ეთიკის კომიტეტში და შესაბამის რეაგირებას მოვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარისგან", — განაცხადა ნონა მამულაშვილმა.
On.ge ცდილობს დაუკავშირდეს გიორგი სამხარაძესაც, რათა მისი პოზიცია და მომხდარის მისი ვერსია მოვისმინოთ, თუმცა დეპუტატი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
მომხდარის შესახებ ისაუბრა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ზილფიმიანმაც და განაცხადა, რომ "არ ამტყუნებს არც ერთ დეპუტატს".
"ახალგაზრდა გოგომ არაკაცი უთხრა, ის ადგა, გავიდა და ნაბიჭვაროო, მერე ამან უთხრა რატომ მითხარი ნაბიჭვაროო და დაიწყო ეს ამბავი [...] არ ვამტყუნებ არც ერთ დეპუტატს, არც მეორეს. მე ვამტყუნებ გარემოს, სადაც ეს შეიძლება მოხდეს", — დავით ზილფიმიანი.
სხდომაზე სალომე სამადაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს ჰკითხა, როდის განიხილავდა მის მიერ შეტანილ განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის დაბარების შესახებ. სამხარაძემ მას უთხრა, რომ მის მიერ შემოტანილი განცხადება ტექნიკურად არასწორი იყო, რადგან, ავტორად არა თავად სამადაშვილი, არამედ ფრაქციის თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე უნდა ყოფილიყო მითითებული.
"მე მაინტერესებს, ეს კომიტეტი უნდა შეკრიბოს რაღაც ფორმალობების გასაკეთებლად როცა ქვეყანა არის უმძიმესი გამოწვევების წინაშე, რა დანიშნულება აქვს მაშინ საგარეო კომიტეტს პარლამენტში, რომელიც იკრიბება სრულიად რუტინული საკითხების განსახილველად და უკვე რამდენიმე თვეა საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში ვერ მოვიყვანეთ" — უთხრა სამადაშვილმა სამხარაძეს.
სამხარაძემ განაცხადა, რომ რეგლამენტის დაცვა ფორმალობა არაა. გარდა ამისა, მან სამადაშვილს შეახსენა, რომ რამდენიმე თვის წინ მინისტრის მოწვევის გადადება თავად სთხოვა, რადგან ის და მისი ფრაქციის რამდენიმე წევრი საქართველოში არ იმყოფებოდა. ამაზე სამადაშვილმა უპასუხა, რომ მათი მოთხოვნა სხდომის გადადება იყო და არა გაუქმება. სამადაშვილის თქმით, კომიტეტის თავმჯდომარე ტექნიკური მიზეზებით თავს არიდებს მინისტრის დაბარებას. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სირცხვილია, რომ დეპუტატს არ შეუძლია რეგლამენტის წაკითხვა.
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
კომენტარები