Take That ბრიტანული ბოიბენდი იყო, რომელმაც 90-იან წლებში მსოფლიოს და მათ შორის ქართველების გულებიც დაიპყრო. ბოიბენდების ეპოქაში, Take That ერთ-ერთი ლიდერი და წარმატებული ჯგუფი იყო, რომელიც 1990 - 1996 წლებში მოქმედებდა. ჯგუფი დაიშალა, მაგრამ 2006 წელს ისევ აღდგა და მისი წევრები გარი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი და მარკ ოუენი დღემდე გამოდიან სცენაზე.

Take That-ის წევრები ჯეიმს კორდენს თავის შოუში, Comic Relief - Red Nose Day-ს ფარგლებში ეწვივნენ და მასთან ერთად ჯგუფის ჰიტები შეასრულეს.

რამდენიმე დღის წინ, 24 მარტს, ჯგუფმა ახალი ალბომიც კი გამოუშვა - Wonderland.