ვითიბი აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას, როგორც #1 ქომაგი. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ჰიპერმარკეტ აგროჰაბის ქსელების გაფართოვდა. კერძოდ, გაიხსნა ორი ახალი ფილიალი თბილისსა და ბათუმში. ასევე, ბანკის დახმარებით, გაიხსნა სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე საწარმო. აგროჰაბი, მომხმარებელს, ყოველდღიურად სთავაზობს ნატურალურ, ჯანსაღ და ახალ აგროპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციას.

"აგროჰაბის და ვითიბი ბანკის თანამშრომლობა, თბილისში, პირველი ობიექტის გახსნიდანვე დაიწყო. მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის. ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება აგროჰაბის ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად", — განაცხადა ვითიბი ბანკის კორპორაციული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ. ქართული ბიზნესის #1ქომაგი