მსახიობმა, ზურა ყიფშიძემ მაესტროს ეთერში უცნობის გადაცემაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თქვა, რომ კენედი მოკლეს და "ერთი გიჟი როგორ არ გამოჩნდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა".

"ბევრი ჩუმად არის თურმე, ისე გამიკვირდა, რომ ბევრი არის ჩუმად. მე მაპატიეთ და ძალიან ცუდ რამეებს ვიტყვი. რომ შემოვარდნილიყვნენ, ცოლი გამიუპატიურეს, შვილი მომიკლეს, ჯერ ჩემი ცოლის თვალწინ მე გამაუპატიურეს, მერე პირიქით, ერთი გიჟი როგორ არ გამოჩნდა, გადარეული. კენედი დაბრიდეს, მე იმას კი არ ვიძახი, რომ არიქა, მიშა რა კარგია რომ მოეკლათ, ან გამოესალმებინათ სიცოცხლეს უბრალოდ, რომ ვერ გააკეთა, ვერცერთმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი, საშინელებას ვამბობ, არასწორად ვამბობ, კი, მაგრამ ხომ არის ამაში რაღაც ლოგიკა, ხომ არსებობს? აწი მე არაფერი აღარაფრად აღარ მიღირს, მორჩა ჩემი ისტორია და მე ვეწირები რაღაცას", — თქვა მსახიობმა.