რაჭაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო ფასდაკლებას სთავაზობს იმ დამსვენებლებს, რომლებიც ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ აქციაზე არ წავლენ.

"ვინც 27-ში აქციაზე არ მიდის, ფასდაკლება ჩვენთან, ესგაროთში. anybody?", — წერია სასტუმროს Facebook გვერდზე.

ქართული ოცნების მიერ 27 ოქტომბერს დაანონსებული "პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება" თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.