კანადის აეროკოსმოსური კომპანია მის ჰიპერბგერით კოსმოსურ ხომალდის გამოცდაზე საუბრობს და მას არც მეტი არც ნაკლები, Sexbomb ჰქვია. როგორც პრესრელიზი იტყობინება, Space Engine Systems (SES) ამას 2022 წლისთვის აპირებს.

რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა — რატომ სახელი Sexbomb. ეს ტომ ჯონსის ცნობილი სიმღერითაა შთაგონებული თუ მარკეტინგული ხრიკია და კომპანიაში მიმების ზღვის გამოწვევა სურდათ.

პრადიპ დასი, კომპანიის პრეზიდენტი Futurism-თან აცხადებს, რომ ჰიპერბგერითი სიჩქარის (Mach 5) კინეტიკური ენერგია ძალიან მაღალია. "ის იმოქმედებს ბომბის მსგავსად, თუ რამეს შეეჯახება. ეს სექსუალურია, ასე რომ, ეს sexbomb-ია".

კომპანიის ცნობით, დემონსტრაციისას ხომალდს 33 კილომეტრის სიმაღლიდან გიგანტური საჰაერო ბურთი გაუშვებს, რის შემდეგაც ის ერთხანს ბგერის სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად იმოძრავებს, შემდეგ კი ძრავებს ჩართავს და დაახლოებით, 6000 კილომეტრი საათში სიჩქარით დაიწყებს გადაადგილებას.

SES-ის ვებგვერდის მიხედვით, ხომალდი "არატოქსიკური თხევადი და მყარი საწვავის" წვისთვის სპეციალურ სისტემასა გამოიყენებს.

ცნობილია, რომ კომპანია ტესტირებას 2021 წლისთვის გეგმავდა, თუმცა ის 2022 წლამდე, მარეგულირებელთან დაკავშირებული პროცესების გამო გადაიდო. SES-ს უნდა ეკიპაჟიანი მისია 2025 წლისთვის გააგზავნოს და ამრიგად, კოსმოსური ტურიზმის ბიზნესის მოთამაშედ იქცეს.

SES ასევე იმედოვნებს, რომ აღნიშნული ხომალდი ჰიპერბგერითი ტექნოლოგიის კვლევისთვის მნიშვნელოვანი იქნება. გარდა ამისა, მას შეეძლება ადამიანის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი როლიც შეასრულოს და "გადაიტანოს ადამიანის ორგანოები ტორონტოდან ედმონტონში 30 წუთში, ამით კი ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს". (ამ ქალაქებს შორის დაშორება 3500 კილომეტრამდეა).