Epic Games-მა Fortnite ანდროიდზე 2018 წელს გამოუშვა, თუმცა საკმაოდ უცნაურად — თამაში თავიდან მხოლოდ Samsung-ებზე იყო ხელმისაწვდომი, რაც მაშინ გამოსული Samsung Galaxy Note 9-ის გასარეკლამებლად მოხდა.

დროდარო თამაში უფრო ბევრ ანდროიდზე გახდა ხელმისაწვდომი, თუმცა პროცესი დროში გაიწელა. დღეს თამაში ყველასათვის ხელმისაწვდომია, თუმცა მისი გადმოწერა პირდაპირ Epic-ის მაღაზიიდან მოგიწევთ. თამაში Google Play Store-ში არ იძებნება. როგორც Epic-ის აღმასრულებელმა დირექტრომა, Tim Sweeney-მ განმარტა, ეს იმიტომ ქნეს, რომ Google-ის 30%-იანი გადასახადი აერიდებინათ თავიდან. Epic-ის თამაშის დასაყენებლად მათივე ვებსაიტი და Fortnite Installer პროგრამა უნდა გამოვიყენოთ.

ამ სტატიაში ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით, თუ როგორ უნდა გადმოწეროთ და დააყენოთ Fortnite ნებისმიერ სმარტფონზე.

პირველ რიგში, ნუ დახარჯავთ დროს თამაშის Play Store-ში ძებნაზე, ის იქ არ დაგხვდებათ. ნუ გადმოწერთ თამაშს გაურკვეველი საიტებიდან. ამის საჭიროება საერთოდ არ არის. Epic გარკვევით გვეუბნება, რომ Fortnite მხოლოდ მათი საიტიდან, ან Samsung-ის Galaxy Store-დან უნდა გადმოვწეროთ.

ახლა კი შეგიძლია უბრალოდ ინსტრუქციას მიყვეთ:

1. თუ თქვენ სამსუნგის სმარტფონი გაქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ Galaxy Store-ში შეხვიდეთ და Epic Games-ის საინსტალაციო გადმოწეროთ. ამის შემდეგ კი პირდაპირ მეექვსე ნაბიჯზე გადადით;

2. თუ თქვენ Samsung-ის სმარტფონი არ გაქვთ, მაშინ შედიხარ Epic-ის საიტზე. საიტი გეტყვით, რომ თქვენი სმარტფონიდან გადახვიდეთ fortnite.com/android ბმულზე ან დაასკანეროთ QR კოდი;

3. რომელ მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, თქვენ გადახვალთ საიტზე, რომელზეც მცირე ინსტრუქციას ამოიკითხავთ და ამასობაში გადმოწერაც ავტომატურად დაიწყება. EpicGamesApp.apk-ის გადმოწერის შემდეგ დააწექით Open-ს;

4. გახსნისას, სავარაუდოდ უსაფრთხოების შეტყობინებას ამოგიგდებთ, რომ სმარტფონს არ აქვს უფლება დააყენოს აპლიკაციები უცხო წყაროდან. დააწექით Settings-ს და გააქტიურეთ "Allow from this source".

5. გააქტიურების შემდეგ სმარტფონი გკითხავთ, გსურთ თუ არა აპლიკაციის დაყენება. დააწექით Install-ს და როცა პროცესი დაასრულდება დააჭირეთ "Done"-ს;

6. Epic Games-ის აპლიკაცია გამოჩნდება თქვენს მთავარ გვერდზე ან პროგრამების ჩამონათვალში. ასევე, შეტყობინების სახით უნდა მოგივიდეთ, რომ APK-ს გადმოწერა დაიწყო;

7. დააწექით ამ შეტყობინებას ან გახსენით Epic Games. თქვენ აღმოჩნდებით Fortnite-ის ბანერიან გვერდზე, გახსენით ის და დააწექით Install-ს;

8. სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ამოგიგდებთ ფანჯარას, რომელიც უცხო წყაროებიდან ინსტალაციის გააქტიურებას მოგთხოვთ. ამ შემთხვევაშიც მონიშნეთ Allow from this source;

9. საბოლოოდ, Fortnite გადმოიწერება და თქვენ სმარტფონში დაყენდება.

მას შემდეგ, რაც თამაში დაყენდება, მასში შესვლას თქვენი ანგარიშის გამოყენებით შეძლებთ. Epic გვირჩევს, რომ არ წავშალოთ Fortnite Installer აპლიკაცია, რადგან მისი მეშვეობით თამაშის შემდგომი განახლებების დაყენება შეგვიძლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე