ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციაზე საზოგადოება "ძალას" იხილავს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენი მართული აქცია იქნება 27 ოქტომბერს, ამას ყველა იხილავთ. ჩვენს ძალას იხილავთ — იმ ხალხს, რომელიც დგას ჩვენს უკან. 27 ოქტომბერს ყველას მოვუწოდებთ, გამოვიდნენ თავისუფლების მოედანზე, იმისათვის, რომ ყველას ვაჩვენოთ, მათ შორის, ჩვენს ოპონენტებს, თუ სად არის ძალა, ეს ერთი და ვაჩვენოთ ის, რომ ამ ხალხს სურს თავისუფლება, ღირსება, განვითარება და არა არეულობა და რეგრესი", — განაცხადა მან.

ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო აქცია დღეს დააანონსა და მას "პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება" უწოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისინი ოთხშაბათს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და კიდევ აჩვენებენ, "როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად".