Disney-ის დამატყვევებელ სამყაროში სხვადასხვა ჯადოსნურ არსებას, ულამაზეს სამეფოსა და პრინცესას ვხვდებით. თუმცა რამდენი ჩვენგანი ფიქრობს პერსონაჟების ცხოვრებაზე ამ დიდი ისტორიების დასრულების შემდეგ?

ხშირად მთელი სიუჟეტი პრინცესების ირგვლივ ვითარდება, რის გამოც პრინცები მეორეხარისხოვან პერსონაჟებს ემსგავსებიან. რუსი მხატვარი ოქსანა ფაშჩენკო კი ახალი რეალობის წარმოდგენას გვთავაზობს, რომელშიც დისნეის პრინცები მზრუნველი მამების როლში გვევლინებიან.

სტატიაში მხატვრის თვალით დანახული დისნეის 8 ცნობილი პრინცის ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც დროს პატარა შვილებთან ერთად ატარებენ.

1. პრინცი ადამი თავის შვილს ძილის წინ ზღაპრებს ხშირად უკითხავს, მათ შორის მზეთუნახავისა და ურჩხულის ისტორიას

ფოტო: Oksana Pashchenko

2. ფიფქიას ქმარი პრინცი ჩარმინგი თავის პატარას ტკბილეულობების მომზადებით ანებივრებს

ფოტო: Oksana Pashchenko

3. ალადინი შვილთან ერთად საყიდლებზე ხალიჩით მიფრინავს

ფოტო: Oksana Pashchenko

4. ასე ხდება, როცა მძინარე მზეთუნახავი თავის პრინცს შვილთან მარტო ტოვებს და თავად საქმეზე მიდის

ფოტო: Oksana Pashchenko

5. რა თქმა უნდა, ქალთევზა არიელისა და პრინცი ერიკის შვილს ჭყუმპალაობა ყველაფერზე მეტად უყვარს

ფოტო: Oksana Pashchenko

6. ჰერკულესი თავის პატარას თმის დავარცხნაში ეხმარება

ფოტო: Oksana Pashchenko

7. მულანისა და შანგის ვაჟი პატარა მებრძოლია და დაოსტატებაში მამაც ეხმარება

ფოტო: Oksana Pashchenko

8. და ბოლოს, დედის პატარა ორეული, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, ფეხსაცმლით თამაში ძალიან უყვარს

ფოტო: Oksana Pashchenko