როცა დღე სამჯერ უფრო ლამაზია — აშშ-ში სამი და, სამწლიანი სხვაობით, ერთსა და იმავე დღეს დაიბადა
დარწმუნებული არ ვართ, თქვენთვის რას ნიშნავს 25 აგვისტო, თუმცა ფლორიდელი ლამერტების ოჯახისათვის ამ დღეს სამმაგი დატვირთვა აქვს. ოჯახში სამივე ბავშვი, 6 წლის სოფია, 3 წლის ჯულიანა და 2 თვის მია, ზუსტად ერთსა და იმავე დღეს, 25 აგვისტოს, ერთი და იმავე სამწლიანი დროის შუალედით დაიბადა.
"ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია", — ამბობს გოგოების დედა, კრისტინ ლამერტი, — "ჩვენ ამას ნამდვილად არ ვგეგმავდით, თუმცა, საბოლოოდ, მაინც საოცრად განსაკუთრებული და გამორჩეული ამბავი აღმოჩნდა, თითქოს ბედისწერაა".
კიდევ უფრო საინტერესო კი ამ ამბავში ისაა, რომ, წესით, არცერთი მათგანი 25 აგვისტოს არ უნდა დაბადებულიყო.
როგორც კრისტინი იხსენებს, ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როცა ოჯახის პირველი შვილი, სოფია, დაგეგმილზე ორი დღით გვიან, 25 აგვისტოს დაიბადა.
მეორე შვილზე ორსულობისას, სიტუაცია ცოტათი გართულდა. ამის მიუხედავად, მშობლები აუღელვებლად ელოდებოდნენ 29 აგვისტოს, როცა ჯულიანა უნდა დაბადებულიყო. კრისტინი ხუმრობს, ჯულიანამ ძალიან მოინდომა, რომ დასთან საზიარო დაბადების დღე ჰქონოდა და დაგეგმილზე ოთხი დღით ადრე გაჩნდაო.
როცა მიას ჯერი მოვიდა, ყველაფერი წინაზე უფრო მეტად გართულდა, რადგან 10 კვირის ორსული კრისტინი კორონავირუსით დაინფიცირდა. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ქალი მესამე შვილს 8 სექტემბერს ელოდებოდა, თუმცა, მიამ მე რაღატომ უნდა ვიყო გამონაკლისიო და ისიც, არც მეტი, არც ნაკლები, 25 აგვისტოს დაიბადა.
ცნობილ გამოთქმას თუ დავუჯერებთ, დამთხვევის შემდეგ უკვე კანონზომიერება მოდის, თუმცა, ამ უცნაური ამბით მინესოტის სოციოლოგიის პროფესორი მაინც დაინტერესდა და განაცხადა, ასეთი შემთხვევის ალბათობა მილიონში მხოლოდ 8 არისო. კრისტინი და თავისი ქმარი, ნიკი, ამის შეტყობამ უფრო გააოცა.
"ყოველთვის ვიცოდით, რომ სამი შვილის ყოლა გვსურდა სამწლიანი შუალედებით, თუმცა, ერთსა და იმავე დღეს მათი დაბადება წინასწარ არ განგვიზრახავს", — ამბობს კრისტინი, — "წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, რასაკვირველია, თუმცა, ვეცადეთ, მესამეს დაბადებისთვის მაინცდამაინც სექტემბერი არ შეგვერჩია. თუმცა, როგორც ჩანს, პატარა მიას სულ სხვა გეგმა ჰქონდა".
როგორც ბავშვების დედა იხსენებს, უფროს შვილებს მიას დაბადების თარიღის შეტყობა უფრო მეტად გაუხარდათ, ვიდრე გაუკვირდათ.
"რომ ვუთხარი, რომ მათი დაც 25 აგვისტოს დაიბადებოდა, სიხარულისგან ჭყლოპინი მორთეს", — დასძენს კრისტინი, — "ძალიან გაუხარდათ, რომ სკოლაში, მასწავლებლებთან და მეგობრებთან ამის მოყოლის საშუალება მიეცათ".
თუმცა, გოგოებს საზიარო არა მხოლოდ დაბადების დღის თარიღი, არამედ ხასიათიც აქვთ. კრისტინის თქმით, მათ თვალშისაცემად განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, სოფიასა და ჯულიანას კი კამათი მხოლოდ იმაზე მოსდით, ვის უფრო დიდხანს ეჭირება მია ხელში.
მომავალზე საუბრისას დების დედა აღნიშნავს, რომ ერთი სული აქვს, როდის გაიცნობს გაზრდისას საკუთარ შვილებს უკეთ.
"სოფიას და ჯულიანას ისეთი ურთიერთობა აქვთ, იმის იმედადღა ვარ, რომ მიასაც მიიღებენ 'გუნდში'", — ამბობს იგი, — "მოუთმენლად ველოდები, როდის ვიზეიმებთ მათ დაბადების დღეებს ერთად და დიდხანს მოსაგონარ ოჯახურ მომენტებს გავიზიარებთ".
მთელი ოჯახი კი ასევე დიდი აღტაცებით ელოდება, რა რეაქცია ექნება ხალხს, როცა შეიტყობენ რომ სამივე და ერთსა და იმავე დღეს დაიბადა.
და არა მხოლოდ და — ბოლოს სიურპრიზად შემოგინახეთ, რომ ოჯახის ძაღლი, კოდა ბიერი, რომელიც წელს 16 წლის გახდა, ასევე 25 აგვისტოსაა დაბადებული.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
კომენტარები