ხელისუფლება გვეუბნება, რომ დაე, ადამიანი მოკვდეს, რადგან მათი გადმოსახედიდან, იმსახურებს — მარიკაშვილი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება ფაქტობრივად ამბობს, რომ ადამიანი დაე, მოკვდეს, რადგან მათი გადმოსახედიდან ის ამას იმსახურებს და ცდილობს საზოგადოებაც ამაში დაარწმუნოს.
"სხვა შემთხვევაში, გაუგებარია ჯიუტად ამტკიცებდე, რომ ციხის საავადმყოფო პერსონალის და სამედიცინო აღჭურვილობის კუთხით გამართულია, როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ არ არის და ამბობდე, რომ უსაფრთხოების პრობლემები არ იქნეbა, როდესაც სახალხო დამცველი საპირისპიროს ამბობს და ლოგიკურადაც ასეა.
ფაქტიურად ხელისუფლება გვეუბნება, რომ ადამიანი დაე მოკვდეს, რადგან მათი გადმოსახედიდან ის ამას იმსახურებს და ცდილობს საზოგადოებაც ამაში დაარწმუნოს — რომც მოკვდეს, რა პრობლემაა ის ხომ ამას იმსახურებს", — წერს მარიკაშვილი ფეისბუქგვერდზე.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დუმილი არის ქართული ოცნების შურისძიების გეგმის ნაწილად ყოფნა.
"მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დუმილი არის ქართული ოცნების შურისძიების გეგმის ნაწილად ყოფნა.
შეუძლებელია პრეტენზია გქონდეს პროფესიონალიზმზე და პირადი-სუბიექტური დამოკიდებულების და ემოციების გამიჯვნას ვერ ახერხებდე პროფესიული ვალდებულებებისგან. ითხოვდე ერთს და დუმდე მეორეზე.
ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში დაგროვებული განცხადებები, გადადგმული ნაბიჯები და რიტორიკა მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა — მათ მხოლოდ შურისძიების დაუოკებელი ჟინი ამოძრავებთ და გადაწყვეტილი აქვთ იძიონ შური, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს", — ამბობს მარიკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი 25 დღეა შიმშილობს. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ცნობით, კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე კონსილიუმმა ორი საათის განმავლობაში იმსჯელა და განაცხადა, რომ "შეიძლება, ეს ყველაფერი გართულდეს და საჭირო იქნება მისი გადაყვანა საავადმყოფოში".
ამის ფონზე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოს შეუძლია მოშიმშილე პაციენტის მიღება და მისი ჯანმრთელობის მართვა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება იქნება სრულად დაცული და უწყება მაქსიმალურად ეცდება, რომ გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც აუცილებელია "როგორც ამ კონკრეტული, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის".
საწინააღმდეგოს ამბობს სახალხო დამცველი. ომბუდსმენმა შეისწავლა პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულების მზადყოფნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მისი რწმუნებულების დასკვნის მიხედვით, დაწესებულება სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
კომენტარები