შაბათს, საუდის არაბეთის პრინცმა განაცხადა, რომ ნავთობით მდიდარი ქვეყანა 2060 წლიდან ნახშირბად-ნეიტრალური იქნება — ამის შესახებ როუტერსი გვიყვება.

"საუდის არაბეთის სამეფო გეგმავს, რომ 2060 წლიდან ნახშირბად-ნეიტრალური იყოს. ეს ჩვენი გეგმის ნაწილია, რომლის მიზანიც ნახშირბაიდს გამოყოფის შემცირება და ნელ-ნელა გაქრობაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა მაინც დარჩება მთავარ მოთამაშედ გლობალურ ნავთობის ბაზარზე" — განაცხადა პრინცმა მუჰამებ ბინ სალმანმა, Saudi Green Initiative კონფერენციაზე.

ქვეყნის მიზანი ყოველწლიურად ნახშირბადის გამოყოფის 130 მილიონი ტონით შემცირება იყო, თუმცა მათ ეს რიცხვიც გააორმაგეს და ყოველწლიურად მათ მიერ გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობა 280 მილიონი ტონით დაიკლებს. საუდის არაბეთმა პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

მსგავსი გეგმები აქვს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსაც. ამ თვეში ქვეყანამ ასევე განაცხადა, რომ 2050 წლისთვის ისინი სასათბურე აირების გამოყოფის დონეს ნულამდე დაიყვანენ. ეს კიდევ უფრო ამბიციურად ჟღერს ვიდრე საუდის არაბეთის გეგმა.

გასულ მარტს, საუდის არაბეთმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვიდაც, 2030 წლისთვის მათ მიერ გამომუშავებული ენერგიის 50% განახლებად ენერგიაზე უნდა მოდიოდეს და ამავდროულად, ამ 10 წელში ქვეყანამ მილიარდამდე ხე უნდა დარგოს. საუდის არაბეთი მსხვილ ინვესტიციებს დებს მზის ენერგიის ათვისებაში.

ქვეყანა ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, რადგან მათი ქმედებები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ყოველთვის არასაკმარისი იყო. საუდის არაბეთის პრინცს, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის გამოსწორება სურს. ბუნების დასახმარებლადა და რეპუტაციის აღსადგენად საუდის არაბეთმა არაერთი ეკო-მეგობრული პროექტი შეიმუშავა, რომელიც 2060 წლამდე ეტაპობრივად განხორციელდება.

მაგალითად, საუდის არაბეთის ერთ-ერთი გეგმაა ფუტურისტული ქალაქის The Line-ის შექმნა, რომელიც 170 კილომეტრზე იქნება გადაჭიმული. ეს იქნება ჰიპერ თანამედროვე დასახლება, მანქანებისა და გზების გარეშე, სადაც ადამიანები უსწრაფესი ელექტრო ტრანსპორტით იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებულები და მათ გარშემო მხოლოდ ბუნება იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.