საქსტატმა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უძრავ ქონებაზე ფასები გაზრდილია 8,9%-ით. მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი ინდექსი 2,5%-ით არის შემცირებული.

უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში — კერძო სახლებზე 13,5%-ით, ხოლო ბინებზე 7,3%-ით.

აქვე უნდა ითქვას, რომ ინდექსის ზრდასა და კლებაზე, სხვა ფაქტორებთან ერთად, ლარის კურსის ცვლილებაც ახდენს გავლენას, რადგან RPPI ეროვნულ ვალუტაშია დათვლილი. როდესაც ლარი უფასურდება, ეს ინდექსის ზრდას იწვევს. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წლიურ ჭრილში ლარი დოლართან მიმართებით საშუალოდ 0,6%-ით არის გაუფასურებული.

როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე ძვირად მთაწმინდის უბანში აშენებული ბინები ფასობდა. რაც შეეხება კერძო სახელების სეგმენტს, აქ ვაკე ლიდერობს.

ასეთი იყო მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბინებისა და კერძო სახლების 1 კვ.მ-ის საშუალო (მედიანური) ღირებულება თბილისის უბნების მიხედვით:

ფოტო: საქსტატი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მესამე კვარტალში ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლი მწვანე კარკასის მდგომარეობით საშუალოდ 3 020 ლარი, თეთრი კარკასით — 2 724, ხოლო შავი კარკასით — 2 200 ლარი ღირდა.

აღსანიშნავია, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.