თუ სამინისტრო არ ენდობა კონსილიუმის რეკომენდაციებს, მაშინ საერთოდ რისთვის უნდოდათ — სააკაშვილის ადვოკატი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, თუ იუსტიციის სამინისტრო კონსილიუმის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს არ ენდობა, მაშინ გაუგებარია, საერთოდ რისთვის უნდოდათ ის.
"კონსილიუმის დასკვნა და რეკომენდაცია დაიდო, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო ასე ურჩად აცხადებს, რომ უნდა გადაიყვანონ მე-18 დაწესებულებაში, სადაც ვერ გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. გამოდის, რომ კონსილიუმის შექმნა, ამ ექიმების ჯგუფის შექმნა იყო უბრალოდ თვალის ახვევა, რომ დრო გაჭიანურებულიყო. თუ დავუშვათ, იუსტიციის სამინისტრო არ ენდობა კონსილიუმის რეკომენდაციებს, არ ენდობა მის გადაწყვეტილებებს და არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას სამოქალაქო კლინიკაში, მაშინ რისთვის უნდოდათ საერთოდ ეს კონსილიუმი?", — განაცხადა მან.
სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ცნობით, კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე კონსილიუმმა ორი საათის განმავლობაში იმსჯელა და განაცხადა, რომ "შეიძლება, ეს ყველაფერი გართულდეს და საჭირო იქნება მისი გადაყვანა საავადმყოფოში".
ამის ფონზე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოს შეუძლია მოშიმშილე პაციენტის მიღება და მისი ჯანმრთელობის მართვა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება იქნება სრულად დაცული და უწყება მაქსიმალურად ეცდება, რომ გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც აუცილებელია "როგორც ამ კონკრეტული, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის".
საწინააღმდეგოს ამბობს სახალხო დამცველი. ომბუდსმენმა შეისწავლა პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულების მზადყოფნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მისი რწმუნებულების დასკვნის მიხედვით, დაწესებულება სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები