მადლობა, რომ ჩვენ გვერდით იყავი — Friends-ის მსახიობები განთერს ემშვიდობებიან
ცოტა ხნის წინ სერიალების, განსაკუთრებით კი Friends-ის გულშემატკივრებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა: საკულტო სიტკომში განთერის, Central Perk-ის მიმტანის როლის შემსრულებელი ჯეიმს მაიკლ ტაილერი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2021 წლის ივნისში NBC-თან მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ 2018-ში პროსტატის მეოთხე სტადიის კიბო დაუდგინდა და ბოლო წლებში ამ დიაგნოზს ებრძოდა.
რა თქმა უნდა, ჯეიმსის გარდაცვალებამ გულშემატკივრების გარდა, თავად მეგობრების მსახიობებიც დაამწუხრა.
"შენ გარეშე Friends ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც არის. მადლობა იმ სიცილისთვის, რომელიც სერიალსა და ჩვენს ცხოვრებაში მოიტანე. ძალიან მოგვენატრები", — ემშვიდობება ჯენიფერ ენისტონი მსახიობს.
"უდიდესი მადლიერება, რომელიც ოთახში შემოგქონდა და გადასაღებ მოედანზე გვიჩვენებდი, სწორედ ის მადლიერებაა, რომელსაც შენი გაცნობის გამო ვგრძნობ. მშვიდად განისვენე, ჯეიმს", — ვკითხულობთ კორტნი კოქსის პოსტში.
"ჯეიმს მაიკლ ტაილერ, მოგვენატრები. მადლობა, რომ ჩვენ გვერდით იყავი", — წერს ლიზა კუდროუ.
"ერთად ბევრი ვიცინეთ, მეგობარო. მოგვენატრები. მშვიდად განისვენე, მეგობარო", — ვკითხულობთ მეთ ლებლანკის ინსტაგრამზე.
გასულ მაისს ჯეიმს მაიკლ ტაილერმა სიტკომის დანარჩენ ვარსკვლავებთან ერთად მეგობრების სპეციალურ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფიზიკურად დასწრება ვერ შეძლო და Zoom-ის საშუალებით ჩაერთო შოუს.
"ეს გულწრფელად ჩემი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი ათი წელი იყო", — განაცხადა მან მაშინ იმ ლეგენდარულ სერიალზე საუბრისას, რომლის სახასიათო ნაწილი თავადაც იყო.
მოგვიანებით ტაილერმა იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ არ გაამხილა უფრო ადრე საჯაროდ თავისი დიაგნოზი:
"არ მინდოდა, ისეთი რეაქცია ყოფილიყო: ოჰ, განთერს თურმე კიბო აქვს".
ჯეიმს მაიკლ ტაილერის გარდაცვალებას მეგობრების ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზეც გამოეხმაურნენ:
"Warner Bros. Television მწუხარებას გამოხატავს ჯეიმს მაიკლ ტაილერის გარდაცვალების გამო, რომელიც ყველასთვის საყვარელი მსახიობი და მეგობრების ოჯახის განუყოფელი ნაწილი იყო", — ვკითხულობთ ტექსტში.
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
კომენტარები