ლევან ხაბეიშვილი

24 Oct. 2021, 21:32

მიშა სააკაშვილმა საქართველოს დაუბრუნა გამარჯვების დროშა, 5 ჯვრიანი დროშა. ჩვენს დროშაზე გამოსახულია 5 ჯვარი. ჩვენს გერბზე გამოსახულია წმინდა გიორგი. მესამე პრეზიდენტმა მისი საპრეზიდენტო ფიცი დადო გელათის სამონასტრო კომპლექსში, დავით აღმაშენებლის საფლავზე და აი, ამ მიშა სააკაშვილს რუსული ოცნება არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მისი ხის ჯვარი, რომელსაც მკერდით ატარებდა საპატიმროშიც ჰქონდეს; ამ მიშა სააკაშვილს აბრალებს რუსული ოცნება, რომ თითქოს ვიღაცას ებრძვის და თურმე ეკლესიას ებრძვის და თურმე რწმენას ებრძვის.

არადა, მითხარით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა, როცა იმაზე მეტი ტაძარი აშენდა, ვიდრე სააკაშვილის პირობებში, ან იმაზე მეტი სამონასტრო კომპლექსი აღდგა და ჩაუტარდა რესტავრაცია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდში. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა თუნდაც, საპატრიარქოს რეიტინგი იყო 99% და ნდობა, მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა კიდევ უფრო მეტად დაფასებული იყო ეკლესია და მოძღვარი, სწორედ იქ ურტყამენ რუსები, სადაც ყველაზე ძლიერია მიშა სააკაშვილი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  2. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას

მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე…