ექიმის თქმით, სააკაშვილი გლდანის ციხის ჰოსპიტალის გარდა, ნებისმიერ კლინიკაში გადაყვანაზე თანახმაა
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი თანახმაა, რომ ნებისმიერ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ. მისივე თქმით, ის კატეგორიულ უარს, მხოლოდ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანაზე აცხადებს.
"შიმშილობას არ წყვეტს. არ უნდა არავითრ შემთხვევაში რომ გადაიყვანონ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში. თანახმაა ჰოსპიტალიზაციის საქალაქო სექტორში, მნიშვნელობა არ აქვს რომელი საავადმყოფო იქნება, ეს არის მისი პოზიცია", — ამბობს ყიფშიძე, რომელმაც სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც გუშინ.
"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც გუშინ იყო, ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო, ნუ შედარებით, ასე რომ ყველაფერი კარგად არის დღეს", — აღნიშნავს ექიმი.
გუშინ, 23 ოქტომბერს სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა პოზიცია ჰქონდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე იუსტიციის სამინისტროს მაშინ, როცა ყიფშიძე უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. ექიმმა თქვა:
"მაშინ ჰქონდა პოზიცია ის, რომ იმსჯელებენ, რომელ საავადმყოფოში გადავიყვანოთ, სამოქალაქო საავადმყოფოში. ლაპარაკი იმ დროს გლდანის ციხის საავადმყოფოზე არ იყო".
მოგვიანებით, აღნიშნულზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ განიხილება და "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს".
დღეს, 24 ოქტომბერს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "პატიმარ სააკაშვილს თუ დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობა არის შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება".
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 24 დღეა, რაც შიმშილობს.
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები