არც ახალგაზრდობაა ინდულგენცია და არც მარტო ცენტრშია გადასაწყვეტი, ვინ უნდა იყოს მერი — მეჭიაური ღარიბაშვილს
მეორე ტურში გადასული თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება ქალაქის მერი. მისივე თქმით, "არც ახალგაზრდობაა ინდულგენცია". ასე ეხმაურება ის პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცადებას, რომლითაც მან მეჭიაურს "ოცნების" კანდიდატისთვის "გზის დათმობისკენ" მოუწოდა.
"მე არც ვინმეს ნიჭიერებას ვაყენებ შეურაცხყოფას და არც ახალგაზრდობაა ინდულგენცია და არც მარტო ცენტრშია გადასაწყვეტი, ვინ უნდა იყოს ადგილზე მერი და არც მე მაქვს ძალიან ისეთი ლტოლვა ამ ადგილისადმი და ეს არ არის ჩემი თვითმიზანი. მაგრამ, მე მგონია, რომ დღესღეობით ვჭირდები ჩემს კუთხეს. მე მაქვს არაერთი ადამიანის თხოვნა, რომ კენჭი მეყარა ამ თანამდებობაზე, ასე რომ ჩემი შესვლა და გამოსვლა ბრძოლაში არ არის მარტო ჩემზე დამოკიდებული", — თქვა მეჭიაურმა ფორმულას ეთერში.
მეჭიაური ამბობს, რომ თიანეთის მერობის პოსტს არცერთი მაღალანაზღაურებადი თანამდებობისა გამო არ დატოვებს. კითხვაზე, იყო თუ არა ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შემოთავაზება, მეჭიაური ამბობს, რომ ამაზე საუბარს არ აპირებს.
"არც რამე მის სანაცვლოდ თანამდებობა იქნება ჩემთვის ის წინაპირობა, რაც არუნდა დიდი იყოს ის თანამდებობა, რაც უნდა მაღალანაზღაურებადი, არსებობს შენი უთხის მიმართ შენი ვალდებულება, რომელიც გაცილებით ძვირად ღირს, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური კეთილდღეობა [...] მოდით, ამას დავანებებ თავს ახლა", — აღნიშნა მეჭიაურმა.
მეჭიაური ღარიბაშვილის მიერ დღეს თიანეთში გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მისი მერობის პერიოდში იქ გასული ოთხი წელი არასტაბილური იყო და "მუდმივი დაძაბულობა" მოსახლეობაზეც აისახა. მეჭიაურის თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ არსებული დაძაბულობა, აუცილებლად "არამეოცნებე მერს" უკავშირდება.
"რაც შეეხება მის შეფასებას, რომ თითქოს აქ საბოტაჟს ჰქონდა ადგილი, რაღაცა მუდმივი დაძაბულობა და ამის მიზეზი მაინდამაინც არამეოცნებე მერია და არა, დავუშვათ, საკრებულოს უმრავლესობა და ა.შ ან გარკვეული ჯგუფი, რომელსაც თავისი კერძო ინტერესები ჰქონდა აქ, ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია", — აღნიშნა მეჭიაურმა.
მეჭიაურის თქმით, მას ქართული ოცნების სამ პრემიერთან, ასევე, ბიძინა ივანიშვილთან მოუწია თანამშრომლობა და ყველა მათგანთან ნაყოფიერად იმუშავა, თუმცა ღარიბაშვილის განცხადებებმა ყველაფერს "ცივი წყალი გადაასხა". მისი შეფასებით, ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი ბიუჯეტს განიხილავს, როგორც "პარტიულ ოფშიაკს".
დღეს, 24 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაფინანსება ყველა მუნიციპალიტეტს ექნება, მაგრამ დამატებითი ბერკეტები მთავრობის ხელშია.
გაიგე მეტი:
- ღარიბაშვილი თიანეთში ჩავიდა და მეჭიაურს მოუწოდა, ქართული ოცნების კანდიდატს "გზა დაუთმოს"
- რა პერსპექტივა აქვს ნაყოფიას, ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს — ღარიბაშვილი
- ღარიბაშვილი პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი "დაიჩაგრება" — დეკანოიძე
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები