ღარიბაშვილის მტკიცებით, სააკაშვილს აქვს "ილუზიები", რომ კერძო კლინიკიდან მხარდამჭერები გაათავისუფლებენ
პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მტკიცებით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს აქვს "ილუზიები", რომ კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 30 ოქტომბერს მისი მხარდამჭერები მობილიზდებიან და გაათავისუფლებენ.
"სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ იგი დაიწყებდა, დავარქვათ პირდაპირ, სიმულიანტობას, რომ თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება და ა.შ., რომ რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში და წარმოიდგინეთ ახლა, როგორი გეგმა ჰქონდათ და აქვთ: მისი ილუზიებით 30 ოქტომბერს რაღაც გარკვეული მათი მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდში არიან საერთოდ, რომ გაიყვანდნენ საავადმყოფოდან მისი ამომრჩევლები, მისი მხარდამჭერები და გაათავისუფლებდნენ", — აცხადებს ღარიბაშვილი.
ჟურნალისტების კითხვას, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, ღარიბაშვილი პასუხობს:
"უკაცრავად? მე პრემიერმინისტრი ვარ და როგორღაც მაქვს ინფორმაციები".
მისივე თქმით, ენმ ილუზიებშია და ამომრჩევლების "მცირე ჯგუფს" აჯერებს, რომ მორიგი პროვოკაცია დადგან. პრემიერმინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდება, თითქოს ოპოზიცია თავისივე ლიდერების მკვლელობას გეგმავდა.
"კაცი, რომელიც იყო დიდ ილუზიაში, ჩამოვიდა და თავისი ფეხით შევიდა ციხეში, როგორი ბრიყვული და აბსოლუტურად გაუთვლელი, გაუგებარი გეგმა გააკეთეს და აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან ეს ადამიანები და რა თქმა უნდა, აჯერებენ საკუთარი ამომრჩევლების ვიწრო, მცირე ჯგუფს, რომ ეს მორიგი პროვოკაცია დადგან. როგორც ვერ განახორციელა მსგავსი ბინძური პროვოკაცია, როცა უნდოდა მას 2 ოქტომბერს გამოსულიყო რუსთაველზე და მომხდარიყო 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა და ამით მომხდარიყო სრული დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშლებათ და ჩაეშალათ ეს გეგმაც", — ამბობს ის.
რაც შეეხება სააკაშვილის კერძო საავადმყოფოში გადაყვანას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "პატიმარ სააკაშვილს თუ დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობა არის შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება".
დღეს, 24 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის შემთხვევაში ხელისუფლება იმიტირებულ ბუნტსა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 24 დღეა, რაც შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მისი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად გადაიყვანენ სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევებს ჩასატარებლად. ადვოკატები ექპრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
გუშინ, 23 ოქტომბერს სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა პოზიცია ჰქონდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე იუსტიციის სამინისტროს მაშინ, როცა ყიფშიძე უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. ექიმმა თქვა:
"მაშინ ჰქონდა პოზიცია ის, რომ იმსჯელებენ, რომელ საავადმყოფოში გადავიყვანოთ, სამოქალაქო საავადმყოფოში. ლაპარაკი იმ დროს გლდანის ციხის საავადმყოფოზე არ იყო".
მოგვიანებით, აღნიშნულზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ განიხილება და "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები