ალეკ ბოლდუინმა არ იცოდა, რომ იარაღი დატენილი იყო — სასამართლო ჩანაწერები
მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის ნასროლ ტყვიას ოპერატორი ემსხვერპლა, მთელი კინოსამყარო შეძრულია.
მართალია, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ გასროლა სარეკვიზიტო იარაღიდან მოხდა და ალეკ ბოლდუინი დაკითხვაზე პოლიციაში თავისი ნებით გამოცხადდა, მაგრამ გამოქვეყნებულმა სასამართლო ჩანაწერებმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი.
გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინს ხელში იარაღი რეჟისორის თანაშემწემ მიაწოდა, რომელსაც ეგონა, რომ მისი გამოყენება უსაფრთხო იყო: მან არ იცოდა, რომ სარეკვიზიტო იარაღი ნამდვილი ტყვიებით იყო დატენილი.
როგორც სასამართლო ჩანაწერებშია აღწერილი შემთხვევის დეტალები, სანამ ნიუ-მექსიკოში ფილმის სამსახიობო და შემოქმედებითი გუნდი რეპეტიციისთვის ემზადებოდა, რეჟისორის თანაშემწე დეივ ჰოლსმა სპეციალურ ურიკაში ჩადებული სამი სარეკვიზიტო იარაღიდან ერთ-ერთი ამოიღო, ბოლდუინს მიაწოდა და დაარწმუნა, რომ ის სრულებით უსაფრთხო იყო, რადგან ნამდვილი ტყვიებით დატენილი არ იყო.
თუმცა როცა მსახიობმა იარაღი გაისროლა, ოპერატორ გალინა ხატჩინსს ტყვია მკერდში მოხვდა, ამავდროულად კი მის უკან მდგომი რეჟისორი ჯოელ სოუზა მხარში დაიჭრა.
მიუხედავად პროფესიონალების მხრიდან გადარჩენის მცდელობისა, გალინა ხატჩინსი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. ჯოულ სოუზა კი შედარებით მსუბუქი დაზიანებით მკურნალობდა და უკვე გაწერეს კიდეც კლინიკიდან.
გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილი უკვე შეისწავლეს და ნივთმტკიცებულებად ამოიღეს ბოლდუინის სისხლით დალაქავებული კოსტიუმი და იარაღი, რომლიდანაც გაისროლა. ალეკ ბოლდუინი არ დაუპატიმრებიათ, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობას და კონკრეტული ბრალეულობების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ფილმის Rust გადასაღებ მოედანზე მომხდარ ამ ტრაგიკულ შემთხვევას თავად მსახიობიც გამოეხმაურა ტვიტერის პირად ანგარიშზე გამოქვეყნებული ტექსტით:
"ვერ ვპოულობ სიტყვებს იმ ტრაგიკული შემთხვევისგან გამოწვეული შოკისა და მწუხარების აღსაწერად, რომელმაც ჩვენი ძვირფასი კოლეგის, ცოლისა და დედის — გალინა ხატჩინსის სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლიციასთან სრულად ვთანამშრომლობ, რათა ეს ტრაგედია გამოიძიონ, ამავდროულად კი მუდმივ კონტაქტზე ვარ მის [გალინას] ქმართან და მის ოჯახს სრულ მხარდაჭერას ვთავაზობ. უზომოდ დამწუხრებული ვარ მისი ქმრის, მათი ვაჟისა და ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც იცნობდა და უყვარდა გალინა", — წერს ალეკ ბოლდუინი.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
კომენტარები